კრეატიული ხედვა და პროფესიონალიზმი
images/perheader/339970Header_Sound_engineering1&2.jpg
აუდიოლოგია-ხმის რეჟისურა

ხმის რეჟისურის შემსწავლელი კურსი აუდიოლოგია ერთწლიანი პროგრამაა, რომელიც შეისწავლის ფსიქოაკუსტიკის და აუდიო ინჟინერიის საფუძვლებს. კურსის მიზანია შეგასწავლოთ ის პრინციპები და მოგცეთ ის ცოდნა, რომელიც სამომავლოდ საშუალებას მოგცემთ, დამოუკიდებლად იმუშაოთ სხვადასხვა დანადგარებთან და პროგრამებთან. აქ გაეცნობით Pro Tools-თან მუშაობას, რომელიც წარმოადგენს ყველაზე ფართოდ გავრცელებულ აუდიო შექმნა/წარმოების სისტემას ინდუსტრიაში. სტუდენტები დეტალურად შეისწავლიან აუდიო და აუდიო-ვიზუალური პროდუქტის შექმნის ყველა ეტაპს, დაგეგმარებას, განხორციელებას და ჩაბარებას. კურსი მოიცავს ჩამწერ პროცესს, დეტალურ ლექციებსა და დემონსტარციებს.

 

თუკი თქვენ გსურთ კარიერის გაგრძელება ჩამწერ სტუდიაში, მაშინ აუცილებელია იცოდეთ ხმის რეჟისორის პულტთან, მიკროფონებთან მუშაობა, ასევე იცნობდეთ ჩაწერის ტექნიკას დასარტყამი ინსტრუმენტებისათვის, ბასისთვის, გიტარისა და ვოკალისათვის. კურსის დამსწრეებს, საშუალება ექნებათ იმუშაონ ხმის ჩაწერის და მონტაჟისთვის განკუთვნილ პროფესიონალურ ტექნიკასთან, რეალურად მიიღონ მონაწილეობა კომერციული პროდუქტის შექმნაში. აქ გექნებათ მუსიკის ცოცხლად ჩაწერის საშუალება.

 

ამ კურსის სტუდენტებისათვის, ინგლისური ენის ცოდნა, იქნება დიდი უპირატესობა.

პედაგოგი

გიორგი გვარჯალაძე (გვაჯი)

 


ხანგრძლივობა

1 წელი


დრო

საათი კვირაში


ფასი

2900 ლარი


მისამართი

ფაბრიკა-თბილისი

ეგნატე ნინოშვილის 8


კონტაქტი

info@ces.ge