კრეატიული ხედვა და პროფესიონალიზმი
images/perheader/696568Header graphic design.jpg
გიტარის საბაზისო კურსი

გიტარის საბაზისო კურსი ინოვაციურია და ეყრდნობა გიტარაზე დაკვრის, აკუსტიკური, ნახევრად აკუსტიკური ან ელექტრო ინსტრუმენტის გახმოვანების სრულიად თანამედროვე მეთოდებს. კურსის ხანგრძლივობაა 12 კვირა და იყოფა 3 ეტაპად.

 

 

პირველი ეტაპი: გიტარის სტრუქტურა, სანოტო სისტემა, ტაბები, აქსესუარები, კლასიკური, ნახევრად აკუსტიკური და ელექტრო გიტარის თავისებურებები;

მეორე ეტაპი: აკორდული სისტემა, სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობისთვის დამახასიათებელი დაკვრის ტექნიკა, გიტარის რიტმიკის სპეციფიკა;

მესამე ეტაპი: გიტარის გახმოვანება, ხმის გამაძლიერებელთან (კომბთან) და ეფექტებთან მუშაობა, ინდივიდუალური ჟღერადობის შექმნა.

 

 

კურსის დასრულების შემდეგ შეძლებთ დამოუკიდებლად თვითგანვითარებას და საკუთარი მუსიკის შექმნას.

პედაგოგი

ლევან შანშიაშვილი


ხანგრძლივობა

3 თვე


დრო

3 საათი კვირაში

 

ფასი

960 ლარი

 

მისამართი

ფაბრიკა-თბილისი

ეგნატე ნინოშვილის 8

 

კონტაქტი

info@ces.ge