კრეატიული ხედვა და პროფესიონალიზმი
images/perheader/4098101.jpg
Songwriting და მუსიკის წარმოება

მუსიკის წარმოების 3 თვიანი პროგრამა დაფუძნებულია თანამედროვე მუსიკის წარმოებაზე, ტრეკის ნოლიდან აწყობაზე და პროდუსირებაზე.

კურსი მოიცავს როგორც ელექტრონულ, თანამედროვე კლასიკურ, პოპ, ან კინო მუსიკის ჟანრს, ასევე სიმღერის წერას და სხვა ექსპერიმენტულ მიმდინარობებს, რომელიც უფრო საინტერესოს გახდის საკუთარი ინდივიდუალური ბგერის აღმოჩენას და შემეცნებას.

 

მუსიკის წარმოების პროგრამას წარუძღვებიან მისი დამფუძნებლები: ნიკა მაჩაიძე და ნატალია ბერიძე.

 

კვირაI-III 

მუსიკის წარმოება (ვწერთ მუსიკას სიმღერისთვის)

 

ჰარმონია და მისი იქვე პროდუქცია. განსხვავებული გზები: მიზანი; ჰარმონიის განვითარება ან მისი გამარტივება; განვიხილავთ სიმღერებს სადაც წამყვანი როლი ვოკალს და ვოკალის მეშვეობით თხრობას უჭირავს. ხმის გამოყენება: ვოკალი როგორც წამყვანი ელემენტი თუ ვოკალი როგორც ინსტრუმენტი, რომელიც თითქმის მუსიკის დონეზეა ინკორპორირებული. 

პროექტი: ვწერთ მუსიკას, მოგვაქვს ლექციაზე, განვიხილავთ და ვმსჯელობთ.

 

კვირა IV-V

 

ვოკალის დადება. ლექსი, ტექსტი, ინსპირაცია. წარმოდგენა თუ როგორ იწერება სიმღერისთვის ლექსი. ზოგჯერ მუსიკის წერის დაწყებამდე მოდის სიმღერის სათაური, რომელიც რამოდენიმე სიტყვის კომბინაციაა და არის წამყვანი ინსპირაცია მომდევნო პროცესში. კომპოზიციის სათაური მნიშვნელოვანია.

აზროვნება-სიტყვები რომლებიც მუსიკა ხდება ან პირიქით, მუსიკარომელიც სიტყვებში გადმოდის. საყვარელი პოეტების ლექსებიდან ამოკრეფა და შენს ლექსთან და მუსიკასთან მორგება რიტმულად და შინაარსობრივად.  ვფიქრობთ სიმღერის ემოციაზე, ხასიათზე. პარალელურად ყველა ინდივიდუალურად მუშაობს თავის ლექსზე სიმღერისთვის. ვმსჯელობთ ლექსის მნიშვნელობაზე და როლზე სიმღერაში. ვკითხულობთ და არმოვაჩენთ საყვარელ პოეტებს. რითი განსხვავდება ლექსი დაწერილი მუსიკისთვის, ლექსისგან. როგორ საჭიროებს ის მოდულაციას რიტმული და მელოდიური სტრუქტურიდან გამომდინარე. რამდენად მნიშვნელოვანია მისი გულწრფელობა და აუთენტურობა. 

ვიწყებთ უშუალოდ ვოკალზე მუშაობას. მელოდიის გამოგონება-იმპროვიზაცია. 

სიმღერაში არასტანდარტული გზების ძიება. პარალელური ხმების გამოყენება-მრავალხმიანობა. 

პროექტი: სიმღერის სისრულეში მოყვანა.

 

კვირა VI-IX

კოლაბორაცია.

ნატალია გიზიარებთ საკუთარ საკმაოდ მდიდარ გამოცდილებას და საუბრობს კოლაბორაციის პრინციპეპზე და საშუალებებზე: კოლაბორაცია ინტერნეტის საშუალებით ან სტუდიაში კოლაბორატორებისგან გამომდინარე, არის ის სოლო არტისტი თუ ურჩევნია კოლექტივში მუშაობა. ვსაუბრობთ ინდივიდუალურ მიდგომაზე, კოლექტიურ პროცესსზე და კოლაბორაციის დროს კოლაბორატორი ადამიანის არჩვნის მიღებაზე.  სტუდენტები ჯგუფდებიან წყვილებად და იწყება სამუშაო პროცესი. ასევე ნატალია დაეწყვილება ერთერთ სტუდენტს, რომელთან ერთადაც ის იმუშავებს ტრეკზე. 

პროექტი: კოლაბორაციის შესრულება მეწყვილესთან ერთად.

კვირა X-XI

 

Cove-ის გაკეთება საყვარელ ტრეკზე. ჰარმონიის გადათამაშება არსებული მელოდიის ირგვლივ. 

პროექტი: cover-ის შესრულება.

 

კვირა XII

შემაჯამებელი კვირა. 

პროექტი: განვლილი მასალის LIVE.

 

იმისთვის რომ შეუერთდეთ კურსს, უნდა ფლობდეთ ნებისმიერ აუდიო სამონტაჟო პროგრამას (Ableton Live/Cubase/FL Studio) ან ეუფლებოდეთ რომელიმე ინსტრუმენტს. ლექციებზე დრო არ დაეთმობა ტექნიკურ-პროგრამულ დეტალებს.

 

 

 

პედაგოგი

ატალია ბერიძე

ნიკა მაჩაიძე


ხანგრძლივობა

3 თვე


დრო

4 საათი კვირაში

 

ფასი

960 ლარი

 

მისამართი

ფაბრიკა-თბილისი

ეგნატე ნინოშვილის 8

 

კონტაქტი

info@ces.ge