კრეატიული ხედვა და პროფესიონალიზმი
images/perheader/794797Header DS.jpg
ციფრული ხატვა

კურსი მოიცავს ციფრული ხატვის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები გაეცნობიან ხატვის ტრადიციულ და თანამედროვე ტენდენციებს, დაეუფლებიან ციფრული ხატვის მეთოდს.


3 თვიანი კურსის ფარგლებში მოცემული იქნება 24 გაკვეთილი, რიმელიც 4 ეტაპად დაიყოფა.
გაკვეთილის ხანგრძლივობა 2 საათი.



I ეტაპი: ტრადიციული ხატვის საბაზისო პრინციპები.
* პერსპექტივის აგების / სივრცის აღქმის უნარი.
* ობიექტის სეგმენტაცია / ანატომია,
* კომოპზიციის განაწილება,
* მარკერის მეშვეობით ფორმსა და მოცულობის შეგრძნება.



II ეტაპი: ციფრული ხატვის საბაზო პრინციპები.
* ციფრული ხატვის მეთოდი, დამხმარე ელექტრონული ხელსაწყოების გამოყენების გზები,
* Sketchbook / photoshop-ის მეშვეობით ჩანახატის ხატვის პროცესი.
* ციფრული ხატვის როლი დიზაინის შემუშავების პროცესში (იდეის ვიზუალური განვითარების მეთოდი).



III ეტაპი: ფორმის მიღების უნარი
* ანარეკლის და შუქჩრდილების შეგრძნების უნარი / ზედაპირის დაბოლოება.
* ჩანახატის გარემო / სცენარი.
* სხვადასხვა გამოჩენილი კონცეპტ არტისტების / დიზაინერების ანალიზი (შთაგონების წყარო).

 


IV ეტაპი:
* 2D Rendering-ი იდეის მაქსიმალურად რეალისტურად გადმოცემის უნარი, (ფორმის, სტილის, მასალის მიხედვით).

 

ვის დააინტერესებს კურსი:

ხელოვანი, დიზაინერი, სტუდენტი, რომლის მიზანია რომ დაეუფლოს მაღალ პროფესიულ ხატვის უნარებს, რომელიც მოიცავს როგორც ტრადიციული ასევე თანამედროვე (ციფრულ) პროგრამებთან და მეთოდებთან ურთიერთობას, ასევე დიზაინისა და კრეატიული პროცესის პროფესიულ განვითარებას.

 

სტუდენტების რაოდენობა:

ჯგუფი წარმოდგენილი იქნება 6-8 სტუდენტისგან, რომლებიც კოორდინირებულ რეჟიმში შეძლებენ გაკვეთილის განმავლობაში workshop-ის ტიპის სასწავლო პროცესის განვითარებას.

 

სამუშაო პროცესის პერიოდში ძირითადი აქცენტი გაკეთდება სტუდენტების პროფესიული დონის, ხარისხის ამაღლებაზე.

 

 

 

 

პედაგოგი

ლადო კობახიძე


ხანგრძლივობა

3 თვე


დრო

4 საათი კვირაში

 

ფასი
870 ლარი

 

მისამართი

ფაბრიკა-თბილისი

ეგნატე ნინოშვილის 8

 

კონტაქტი

info@ces.ge