კრეატიული ხედვა და პროფესიონალიზმი
images/perheader/6838741.jpg
კინო სარეჟისორო კურსი-The Directors Notebook

CES კინო სარეჟისორო კურსი

 

ამერიკული აკადემიური პროგრამის ბაზაზე შექმნილი 10 თვიანი ინტენსიური კურსი მხატვრული კინოს რეჟისურაში, Indie Filmmaking სპეციფიკით.

 

პროგრამა დაიყოფა ორ ნაწილად. პირველი სამი თვის განმავლობაში სტუდენტები:

 

- ინტენსიურად იმუშავებენ ვორქშოპებზე, გადასაღები ტექნიკის და გადასაღებ მოედანზე არსებული პროცედურების დასაუფლებლად (კამერა - Blackmagic Pocket Cinema Camera + Rockinon Cine prime lenses).

 

- პარალელურად იმუშავებენ ჯგუფურ პროექტზე. გაივლიან ფილმის შექმნის თითოეულ საფეხურს საპროდიუსერო დაგეგმარებიდან ფინალურ ჩვენებამდე.

 

კურსის მეორე ნაწილი შეადგენს შვიდ თვეს იანვრიდან ივლისის ჩათვლით, რა დროის განმავლობაშიც სტუდენტები:

 

- გავლილი პრაქტიკის დეტალური ანალიზის მაგალითზე შეისწავლიან მხატვრული კინოს რეჟისურის აკადემიურ საფუძვლებს.

 

- სურვილისამებრ, იმუშავებენ ინდივიდუალურ პროექტებზე რომლებსაც აკადემიური კურსის მიხედვით ეტაპობრივად, თანმიმევრულად დაგეგმავენ და შეასრულებენ.

 

ინდივიდუალური პროექტების წარმოება მოხდება ივნისი-ივლისის მანძილზე ფინალური სალექციო შეხვედრების პარალელურად. პროექტების წარმოება მოხდება კურსის დამასრულებელ ეტაპზე სკოლის ბაზაზე არსებული ტექნიკური საშუალებით [BMPCC basic production package].

 

ფილმების წარმოება მოხდება Indie Filmmaking (“5 Men crew”) სპეციფიკით. ერთმანეთის ფინალურ პროექტებზე სტუდენტები იმუშავებენ სხვადასხვა პოზიციებზე. ამგვარად თითეული პროექტის სამუშაო/გადამღები ჯგუფი სრულად დაკომპლექტდება კურსის სტუდენტებით.

 

 CES იმედს იტოვებს რომ ფინალურ პროექტებს შორის შეირჩევა ნამუშევრები საფესტივალო პერსპექტივებისთვის.

 

 

_______________   აკადემიური პროგრამის საკითხები:

 

_______   Intro:

 

ინდუსტრიის მიმოხილვა, კინოს მარკეტინგი. პროდიუსირების, საბაზისო პრინციპების მიმოხილვა.

 

 საპროდიუსერო დაგეგმარების პრინციპებით  შემუშავებული Project Masterplan.

 

პროექტის საპროდიუსერო პაკეტი; 

 

_______   კურსის ძირითადი ნაწილი:

 

იდეა -  მოკვლევა,  კრეატიული დაგეგმარება,  დამუშავება.

 

დრამატურგიული ნარატივის საფუძვლები - კინოსცენარი.

[მონტაჟის თეორია - დრამატურგიული ნარატივის სეგმენტი]

 

ვიზუალური ნარატივის საფუძვლები

[მონტაჟის თეორია - ვიზუალური ნარატივის სეგმენტი]

 

ვიზუალური სქემა და საწარმოო დიზაინი

 

Director’s draft - პროექტის ფინალური სარეჟისორო გეგმა

 

ხმა/მუსიკალური გაფორმება

 

მსახიობების შესარჩევი პროცესი. Casting Director

ქასთინგის პროცესი, ტექნიკა

 

მუშაობა კინოს მსახიობთან

 

მსახიობის მუშაობა კამერასთან.

 

პროექტის ტექნიკური დაგეგმარება - Scheduling

 

წინა საწარმოო/მოსამზადებელი ეტაპი - Preproduction

 

წარმოების ეტაპი - Production

 

გადასაღები მოედანი

 

 

_______________   გვინდა ხაზგასმით ავღნიშნოთ, რომ მოცემული პროგრამის ფარგლებში არ არის გათვალისწინებული ტექნიკური სამონტაჟო კურსი, რამდენადაც მონტაჟის ტექნიკა არის დამოუკიდებელი დისციპლინა რომელიც ცალკე შესწავლის საგანია და CES  გთავაზობთ სპეციფიურ კურსს ამ მიმართულებით.

კინოსარეჟისორო კურსის ფარგლებში კი სტუდენტები გაივლიან “მონტაჟის რეჟისურის” ზოგად მიმოხილვას და იმ თეორიულ საკითხებს რომელთა ცოდნაც კინორეჟისორის აუცილებელ საბაზისო პროგრამაში შედის.

 

 

_______________   CES.  2017-2018 სასწავლო წელი.

პედაგოგი

ნინო თავართქილაძე


ხანგრძლივობა

1 წელი (108 ლექცია)


დრო

9 საათი კვირაში

 

ფასი
2900 ლარი

 

მისამართი

ფაბრიკა-თბილისი, ეგნატე ნინოშვილის 8

 

კონტაქტი

info@ces.ge