კრეატიული ხედვა და პროფესიონალიზმი
images/perheader/5661511.jpg
ფოტოგრაფია

კურსი გათვლილია სტუდენტებისა და ყველა ასაკის, ფოტოგრაფიის მოყვარულთათვის, რომლებსაც სურთ საკუთარი თავის აღმოჩენა ფოტოგრაფიაში.

 

კურსი ყურადღებას ამახვილებს ტექნიკურ ცოდნაზე, დოკუმენტურ პრაქტიკაზე, ამბის ვიზუალურ თხრობასა და მულტიმედიაზე ისევე, როგორც დღევანდელ ფოტოგრაფიასთან დაკავშირებულ ეთიკის საკითხებზე.

 

პედაგოგის ხელმძღვანელობით სტუდენტები ისწავლიან სამუშაოს დამოუკიდებლად შესრულებას. საწყის ეტაპზე ისინი დაეუფლებიან ცოდნას ფირისა და კამერის შესახებ, ქუჩაში გადაღების ტექნიკას, სტუდიურსა და ბუნებრივ განათებას და შეასრულებენ სხვადასხვა დავალებებს, რაც მათ ფოტოგრაფიაში უნარის დახვეწაში დაეხმარებათ. კურსის შემდგომ ეტაპზე სტუდენტები თავად მოძებნიან თავიან პროექტს, შეისწავლიან მულტიმედიას და რედაქტირების კონცეპციას. კურსის განმავლობაში სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ ერთდღიან ვორკშოფებში, რომლებსაც მათ ჩაუტარებენ ფოტოხელოვნების პროფესიონალები (ფირი და კამერა, კომპოზიცია, რედაქტირება და ა.შ.). კურსი დასრულდება მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-განხილვით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული ადგილობრივი პროფესიონალები, ფოტოგრაფიის დარგში.

 

კურსში მონაწილეს პირველ ეტაპზე სასურველია გააჩნდეს ფირის ფოტო კამერა, ფირის გამჟღავნება და პატარა კონტაკტების (contact sheets) მოტანა გაკვეთილზე.

 

პედაგოგი

არო სულაკაური


ხანგრძლივობა

5 თვე


დრო

4 საათი კვირაში

 

ფასი
1450 ლარი

 

მისამართი

ფაბრიკა-თბილისი, ეგნატე ნინოშვილის 8

 

კონტაქტი

info@ces.ge