კრეატიული ხედვა და პროფესიონალიზმი
images/perheader/4047111.jpg
კურსი ხელოვანისთვის საკუთარი თავის წარმოდგენის შესახებ

კურსი ხელოვანისთვის საკუთარი თავის წარმოდგენის შესახებ

 

ინფორმაცია ლექციების შესახებ:


სამსახურის, ინტერნატურის ან ხელოვნებაში რეზიდენტურის, გრანრის ან დაფინანსების მოპოვება  მხოლოდ თქვენს, როგორც ხელოვანის უნარზე არაა დამოკიდებული. უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ როგორ წარმოაჩენთ საკუთარ უნარს. დღეს, ასე გაზრდილი კონკურენციიუს პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ნამუშევრის სათანადოდ წარმოდგენა.

სემინარი ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, თუ როგორ უნდა მოამზადოთ საკუთარი პორტფოლიო, როგორ შეადგინოთ კარგი რეზიუმე/ავტობიოგრაფა, თანმხლები წერილი, პროექტის აღწერა და სხვა საბუთები. ჩვენ გავივლით საერთაშორისო გრანტის მოპოვებლად საჭირო ყველა პროცედურას (პროექტის აღწერა, ბიუჯეტს და ა.შ.). ჩვენ ასევე შევეხებით მარკეტინგს, ვისაუბრებთ სახსრების მოზიდვაზე, რეკლამირებასა და მედიასთან კავშირის ძირითად საკითხებზეც.  

სემინარი ძირითადად გამიზნულია იმ ხელოვანებზე, რომლებიც აპირებენ სახელოვნებო რეზიდენტობის მოთხოვნას, საერთაშორისო გრანტის მოპოვებას ან საერთაშორისო პროექტებსა და კონკურსებში მონაწილეობის მიღებას. ჩვენ ასევე განვიხილავთ მედია კამპანიების შესაძლებლობებს ბიზნეს გეგმის შედგენის შემთხვევაში.

სემინარის დროს, ყოველი მონაწილე მოამზადებს საკუთარ პორტფოლიოს, დაწერს ხელოვანის განაცხადს და დეტალურად შეიმუშავებს დაგეგმილ პროექტს.

 

ლექტორი:

ბარბორა გალოვა

წარმოშობით ჩეხეთის რესპუბლიკიდან ვარ, თბილისში ოთხი თვის წინ ჩამოვედი და აქ დარჩენა გადავწყვიტე. ძირითადად წარმოების მართვის უფროსად ვმუშაობდი ისეთ დაწესებულებებში, როგორიცაა პრაღის საქალაქო გალერეა, ჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული თეატრი, პრაღის თანამედროვე ცეკვების თეატრებშიენტრში(პონეცში, დუნკან ცენტრში), თანამედროვე მუსიკისა და ხმის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, ისლანდიის ვიზუალური ხელოვნების სკაფტფელის ცენტრში და სხვა. მინდა მიღებული ცოდნა და გამოცდილება სხვებს გავუზიარო.

 

ლექიების განრიგი/ცხრილი:

1.თემის შესავალი, ხელოვანის განაცხადი

2.  სივი/ანტობიოგრაფია, ბიოგრაფია, პორტფოლიო

3. პროექტის განაცხადი/პროექტის აღწერა

4.პროექტის პრეზენტაცია/წარდგენა

5. გრანტის განაცხადი I.

6. გრანტის განაცხადი II.

7. სახსრების მოზიდვა

8. ურძთიერთობა მედიასთან/მედია კამპანიის დაწყება

9. მედია კამპანია II / მაგალითი პრაქტიკიდან

10. ლაბორატორია/ პროექტის შედგენა

11. ლაბორატორია/ პროექტის შედგენა

12.პროექტისა და პორტფოლიოს ერთად წარდგენა/პრეზენტაცია/საბოლოო დისკუსია

პედაგოგი

არბორა გალოვა


ხანგრძლივობა

12 შეხვედრა (12 კვირა)


დრო

2 საათი კვირაში

 

ფასი
480 ლარი

 

მისამართი

ფაბრიკა-თბილისი, ეგნატე ნინოშვილის 8

 

კონტაქტი

info@ces.ge