კრეატიული ხედვა და პროფესიონალიზმი
images/perheader/196213khukhuni4.jpg
DJ კურსი

კურსის შესახებ:

 

CES უკვე 7 წელია ასწავლით DJ-ინგის საფუძვლებს როგორც დამწყებ მოყვარულებს ასევე პროფესიონალებს. 

 

კურსს უძღვებიან ცნობილი ქართველი DJ-ები, კლუბი Khidi-ს რეზიდენტები: ლეონ ლოლიშვილი, რომელიც უკვე 15 წელია ამ სფეროში მოღვაწეობს და რომან აბრამოვი, რომელიც CES-ის კურს დამთავრებულია და 2015 წლიდან უკვე ჩვენი კურსის კურატორი.

 

კურსის მსვლელობისას თქვენ შეიძენთ ფუნდამენტურ ცოდნას რომელიც დაგჭირდებათ იმისთვის რომ გახდეთ DJ. გაეცნობით პროფესიონალურ DJ მოწყობილობებს. გაიგებთ ხმის და აუდიო პარამეტრების შესახებ. ისწავლით მიქსინგს და დაეუფლებით ფირფიტებით დაკვრის ტექნიკას.

 

ჩვენი კურსი იდეალურია დამწყები DJ-ებისთვის და ასევე მათთვის ვისაც სურს ცოდნის გაღრმავება. 

 

CES DJ სტუდია აღჭურვილია ბოლო თაობის მოწყობილობით, რომელიც დღეს ინდუსტრიის სტანდარტად მიიჩნევა. 

 

კურსის ხანგრძლივობა 2 თვეა, რაც მოიცავს კვირაში ორ გაკვეთილს ინსტრუქტორთან ერთად და ერთ პრაქტიკულ სესიას სტუდიაში ინსტრუქტორის გარეშე.

 

იმისთვის რომ გაიაროთ კურსი:

 

DJ კურსის გავლა შეუძლია ყველას ვისაც შეუსრულდა 16 წელიდა აქვს 4 თვლის უნარი.  სასურველია რომ პოტენციური სტუდენტი უსმენდეს მუსიკას და  წინასწარ გაკრვეული ჰქონდეს მუსიკალური ჟანრი რომელშიც სურს მოღვაწეობა და შეიძინოს საბაზისო ცოდნა არტისტების და ზოგადად ინდუსტრიის შესახებ. 

 

პედაგოგი

 

რომან აბრამოვი

ლეონ ლოლიშვილი

 

ხანგრძლივობა

2 თვე

 

დრო

3 საათი კვირაში

 

ფასი

800 ლარი 

 

მისამართი

ფაბრიკა-თბილისი

ეგნატე ნინოშვილის 8

 

კონტაქტი

info@ces.ge