კრეატიული ხედვა და პროფესიონალიზმი
images/perheader/181048khukhuni4.jpg
გიო შენგელია (DJ კურსი)
გიო შენგელია

გიო შენგელია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დიჯეია ქართულ კლუბურ სცენაზე. გიო გამოირჩევა თავისი პროფესიონალიზმითა და მუსიკალური გემოვნებით. გიოს მიქსები შთაგონებულია ისეთი დიდი სახელების მიერ როგორებიცაა Kraftwerk, Frankie Knuckles, Danny Howells, Deep Dish, John Digweed, Sasha, Ricardo Villalobos, Tiefschwarz  და სხვები. ,,house“, ,,deep“, ,,techno“ ეს ზოგიერთი ის მიმდინარეობაა, რომლებსაც გიო იყენებს თავის მიქსებში.

 

კარიერის მანძილზე გიო დიჯეობდა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, ისეთ დიჯეებთან ერთად როგორებიც არიან Steve Bug, Tiefschwarz, Audiofly, Nic Fanciulli, Dop, Aril Brikha, Martin Eyerer, Jimpster, King Unique, Manuel Tur, Jazzanova, Dave Dk, Oleg Poliakov, Shur-i-Kan, Format:B და სხვები.  გიოს მიჰყავს შოუ ელექტრონიკა რადიო Beat fm 100.3-ზე და ამ გადაცემამ მისი ორი წლის მუშაობის მანძილზე ორჯერ მოიგო ელექტრონავტის პრიზი. გიო არის ასევე ორგანიზატორი,  Second Life ფესტივალისა ჭიათურაში, რაშიც მან აიღო ელექტრონავტის პრიზი წლის საუკეთესო  ღონისძიებისთვის 2011 წელს. ასევე ის არის ელექტრონავტი 2011 საუკეთესო DJ. 2010 წელს გიო სწავლობდა Point Blank London-ში და ახლა მოხარულია, გაუზიაროს თავისი გამოცდილება კრეატიული განათლების სტუდიას.

Related courses