კრეატიული ხედვა და პროფესიონალიზმი
images/perheader/8437232.jpg
გიორგი გვარჯალაძე (აუდიოლოგია)
გიორგი გვარჯალაძე

გიორგი გვარჯალაძე, ასევე ცნობილი როგორც გვაჯი, აუდიო ინჟინერიის სპეციალისტი, პროდიუსერი და კომპოზიტორი სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართლისა და იურისპრუდენციის ფაკულტეტზე, ასევე გერმანიაში, კერძოდ კი ნურნბერგში ფრიდრიხ ალექსანდერის უნივერსიტეტში ქრისტიანული არქეოლოგიის ფაკულტეტზე. თავიდანვე ცხადი იყო მისი მუსიკით დაინტერესება.

 

გიორგიმ თავისი მუსიკალური კარიერა დაიწყო 16 წლის ასაკში, ის  უკრავდა გიტარას და ბასგიტარას ისეთ მუსიკოსებთან ერთად როგორებიც არიან გიგა მიქაბერიძე, ირაკლი ჩარკვიანი და ლადო ბურდული. ის მონაწილეობდა მთელ რიგ პროექტებში, მუსიკოსებსა და ბენდებთან ერთად, როგორც პროექტის მენეჯერი და ხმის ინჟინერი. 2000 წელს გიორგიმ დაარსა მისი პირველი ხმის ჩამწერი სტუდია-,,Studio One“. 2002-2004 წლებში ის იყო ტექნიკური მენჯერი კლუბ ,“Adjara Music Hall”-სა და ხმის ჩამწერ სტუდიაში ,,მი-ფა-სი“. 2004-2005 წლებში გვაჯი იყო პროდიუსერი და წამყვანი ტელე-რადიო-ინტერნეტ შოუსი ,,Live Sound“ 1 სტერეოზე/რადიო 1/ radioone.ge. 2010 წელს გიორგი იყო ხმის ინჟინერი/ტექნიკური მენეჯერი  “Georgian Dream” ჩამწერ სტუდიაში, ხოლო 2008 წლიდან ის იყო ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი კინოსტუდიაში ,,ქართული ფილმი“. 2011 წლიდან დღემდე გვაჯი CES-ის ხმის ინჟინერიის პროგრამის დამაარსებელი და წამყვანი ლექტორია. 

Related courses