კრეატიული ხედვა და პროფესიონალიზმი
images/perheader/324997Header graphic design.jpg
ნიკი გეწაძე (ციფრული მედია)
ნიკი გეწაძე

ნიკი კურსადამთავრებულია ლონდონის კომუნიკაციების კოლეჯისა, რომელიც წარმოადგენს ინდუსტრიაზე ორიენტირებულ მედიისა და დიზაინის კოლეჯს, ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტის ბაზაზე, სპეციალობით-ვიზუალური კომუნიკაცია. ასევე ის არის ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაკალავრი. ამჟამად იგი მუშაობს მეცხრე არხში შემოქმედებით დირექტორად და არის ციფრული მედიის კურსების დირექტორი კრეატიული განათლების სტუდიაში.

 

მისი მუშაობის სფეროა გრაფიკული დიზაინი, რომელიც განსაკუთრებულადაა ფოკუსირებული ინტერაქტიულ მედიაზე. ის მკაცრადაა ორიენტირებული კლიენტების

მოთხოვნებზე.

 

ხუთი წლის მანძილზე ის მუშაობდა, როგორც ვებ და გრაფიკული დიზაინერი, კლიენტთა ფართო წრისათვის და მთელი რიგი მარკეტინგული და საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის. ეს მოიცავდა ბეჭდვურ სამუშაოს, კორპორაციულ ნიშნებს, როგორებიცაა ლოგოები, წლიური ანგარიშები, შეფუთვები, პოსტერები, ვებ-გვერდები და სხვა მარკეტინგულ მასალებს. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ მისი პერსონალური ნამუშევრები, შემდეგ მისამართზე getsadze.co.uk.

 

მას სჯერა, რომ სწორად შერჩეული კონტექსტითა და კარგი დიზაინით, მსოფლიო უკეთესობისკენ შეიცვლება.

Related courses