კრეატიული ხედვა და პროფესიონალიზმი
images/perheader/8338709.jpg
ქეთი ჭიტაძე (მუსიკის თეორიის საფუძვლები)
ქეთი ჭიტაძე

ქეთევან ჭიტაძე - მუსიკოლოგი

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

 

დაამთავრა თბილისის მ. ბალანჩივაძის სახელობის მესამე სამუსიკო სასწავლებელი მუსიკის თეორიის სპეციალობით (1998-2002). 2002 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მუსიკის თეორიის ფაკულტეტზე. 2012 წელს დაიცვა დისერტაცია: „სიმფონიის ჟანრული მოდელის გარდასახვა მეოცე საუკუნის მუსიკაში“ და მიენიჭა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

 

 

არის არაერთი პროექტის ორგანიზატორი. მათ შორისაა საერთაშორისო სამუსიკისმცოდნეო სტუდენტური კონფერენცია-კონკურსი, რომელიც ყოველ წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ტარდება და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მოვლენას სტუდენტი-მუსიკოლოგების პროფესიულ ცხოვრებაში.

 

 

სხვადასხვა პერიოდში თანამშრომლობდა „ფოლკ-რადიოსთან“ (იყო დილის და საღამოს ეთერების წამყვანი) და საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო1-თან (გადაცემა „მუსიკალური რადიოანშლაგი“ კორესპონდენტი და გადაცემების ავტორი).

 

 

პერიოდულად აქვეყნებს სტატიებს ქართულ და უცხოურ ჟურნალებში. არის ბლოგის: http://musicalgeorgia.blogspot.com/ ერთ-ერთი დამაარსებელი და რედაქტორი.

 

 

მუშაობს თეატრალურ სფეროშიც. 2008 წლიდან არის ხელის ჩრდილების სახელმწიფო თეატრ „ბუდრუგანა-გაგრა“-ს მსახიობი.

Related courses