კრეატიული ხედვა და პროფესიონალიზმი
images/perheader/2472732.jpg
ნათია სართანია-ქიტუაშვილი (დამფუძნებელი)
ნათია სართანია

ნათია სართანია-ქიტუაშვილი -ასევე ცნობილი როგორც sTia, დაიბადა საქართველოში, თბილისში. პიანისტი, შვიდი წლის ასაკში უკრავდა თბილისის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად.  ნათია სწავლობდა თბილისის მუსიკალურ გიმნაზია ,,ათწლედში“.

 

1995 წელს ის გაემგზავრა და სწავლა განაგრძო ლონდონის კონსერვატორიაში Trinity  college of Music. იქ სწავლის პერიოდში მან გაიმარჯვა რამდენიმე საფორტეპიანო კონკურსში და გახდა ოქროს მედალოსანი. მიუხედავად მისი კლასიკური მუსიკის პროფილისა, მას ყოველთვის დიდი ინტერესი ჰქონდა  სხვა სტილის  მუსიკასთან. ის იყო ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალი დიჯეი საქართველოში, 1995-2001 წლებში ის არა ერთი  რადიო შოუს ავტორი და წამყვანი იყო ტალღაზე 106.4fm . 2003 წელს მან თავი დაანება ფორტეპიანოზე დაკვრას და დაიწყო ელექტრონული მუსიკის კეთება.

 

2007 წელს ნათია დაბრუნდა საქართველოში და მისი დებიუტი შედგა ელექტრონავტ 2007 -ში გამოჩენით. 2008 წელს სტიამ გამართა კონცერტი კლუბ NIGHTOFFICE-ში, სიმებიანი კვარტეტის, ფლეიტის, ფორტეპიანოსა და  ელექტრონული მუსიკის თანხლებით. სტიას ,,ხორუმი“ შევიდა ქართულ ეთნოლოგიაში. 2009 წელს მისი სადებიუტო ალბომი გამოვიდა Caffe Belle De Jour -ის მიერ. სტიას მუსიკა გამოყენებულია ფილმებსა და ტელე-შოუებში.

Related courses