კრეატიული ხედვა და პროფესიონალიზმი
images/perheader/899779Header taho.jpg
ლადო კობახიძე (გრაფიკული დიზაინის ABC)
ლადო კობახიძე

ლადო კობახიძე დაიბადა თბილისში 1983 წელს.

 

 

ბავშვობაში მიღებული საბაზისო ცოდნით ხელოვნების სფეროში (1989-99) ლადომ განაგრძო სწავლა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე 2000–05 წლებში. ამ წლებში ლადო ძირითადად დაკავებული იყო სხვადასხვა პროექტებში როგორიც არის ეროვნული სტადიონი – დინამო არენა–ს რეკონსტრუქცია (დიზაინერი, 2006), აგრეთვე დაჯილდოებულ იქნა Peugeot–ს კონკურსში პროექტისთვის Peugeot Zippy (2007).

 

 

2008–09 წლებში ლადომ განაგრძო პროფესიული კარიერა Tsikolia Design R&D სტუდიაში ზვიად ციკოლიას ხელმძღვანელობით.

 

 

2009–10 წლებში მილანში (იტალია) მან დაამთავრა Domus Academy (მაგისტრი ტრანსპორტის დიზაინში), სადაც მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა პროექტებში მათ შორის, Volkswagen და Bonetto Design, აგრეთვე იმუშავა ცნობილ იტალიურ დიზაინ სტუდიაში Zagato ნორიჰიკო ჰარადას ხელმძღვანელობით 2010 წელს.

 

 

2010 წლის შემდეგ ლადომ განაგრძო პროფესიული კარიერა ჰანჯოუში (ჩინეთი) Innovo-Design–ში, სადაც მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტებში სამრეწველო და ტრანსპორტის დიაზინის განხრით.

 

 

ამჟამად ლადო საქმიანობს თბილისში და დაკავებულია პირადი პროექტებით.

 

ლადოს ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

Related courses