კრეატიული ხედვა და პროფესიონალიზმი
images/perheader/890730Header graphic design.jpg
ლევან შანშიაშვილი
ლევან შანშიაშვილი

8 წლიდან ვუკრავ გიტარაზე. გავიარე 5 წლიანი გიტარის კლასი, ვსწავლობდი მესამე მუსიკალურ კოლეჯში კლასიკური გიტარის ფაკულტეტზე. დავამთავრე თბილისის კონსერვატორიის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა კლასიკური გიტარის განხრით.

 

ჩემს პირველ ჯგუფს ერქვა “ქაოსი“ (გიტარა, ვოკალი, song writer).

2002-2009 წლებში ვუკრავდი ჯგუფში “Young Georgian Lolitaz” (გიტარა, მიდი გიტარა).

 

პარალელურად, ვთანამშრომლობდი სხვადასხვა ქართველ მუსიკოსთან: დათო გაბუნია, ბაკურ ბურდული, დავით ჟორჟოლაძე და სხვები, ასევე ვქმნიდი მუსიკას რადიო „შოკოლადისთვის“. ვარ ერთ-ერთი დამფუძნებელი მუსიკალური პროექტის „აივანი“, რომელიც ხელს უწყობს ქართული თანამედროვე აკუსტიკური მუსიკის განვითარებას.

 

2011 წელს შევქმენი ჯგუფი “KID Jesus” (გიტარა, კლავიში, ვოკალი, song writer). 2012-ში ჯგუფი გახდა კონკურსის Newcomers 2012 გამარჯვებული და 2013 წელს დავუკარით Tbilisi Open Air-ზე. ამავე წლის ბოლოს გამოვუშვით სინგლი H-I-K-I-K-O-M-O-R-I.

Related courses