
ნინო თავართქილაძე- კინო, პრომო მედია რეჟისორი.
თბილისის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტი,
ნიუ იორკის კინო აკადემია, NYFA - Universal Studios LA.
(დამატებითი აკადემიური პროგრამები: კინოს მაკეტინგი და პროდიუსირება, ინფორმაციის ისტორია, მონტაჟი და კომპოზიტის ტექნიკა,
სამსახიობო ოსტატობა - ლი სტრასბერგი „Method Acting“.)
ამერიკული კინოსკოლიდან ნინოს დაბრუნების შემდეგ თბილისის თეატრალური უნივერსიტეტის ინიციატივით შედგა ორწლიანი უმაღლესი კინოსარეჟისორო კურსი, რომლის ფორმატშიც ნინომ სტუდენტებს ჰოლივუდის კინოსკოლაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა . ამ ექსპერიმენტული ჯგუფის კურსდამთავრებულები დღეს წარმატებით მუშაობენ კინო/ტელე ინდუსტრიაში.
რამოდენიმე წელიწადში კი CES-ის ბაზაზე დაიგეგმა მუსიკალური ვიდეოს რეჟისურის კურსი, სადაც ასევე ექსპერიმენტული პროგრამის ფარგლებში სტუდენტებმა შეისწავლეს მუსიკალური ვიდეო როგორც მარკეტინგული მედიუმი და მისი შექმნის დეტალური პროცესი.
ნამუშევრებს ამ მიმართულებით:
გოგი ძოძუაშვილი და ნინო ფალავანდიშვილი „კამპოლინა“
ეს ნამუშევარი ნინოს NYFA დიპლომის ფარგლებში დაიგეგმა და შესრულდა ჰოლივუდში Universal Studio-ს საწარმოო ბაზაზე.
https://www.youtube.com/watch?v=lSDQ1xO8n0U
Z for Zulu “Boy”
ელექტრონული მუსიკის მსმენელისთვის კარგად ნაცნობი სიმღერა, რომელმაც ამ ვიდეოს შემდეგ ახალი განზომილება და აქტუალური სოციალური ელფერი შეიძინა.
https://www.youtube.com/watch?v=TlXqODzeo7E
ამჟამად ნინო მუშაობს სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტზე, რომლის გადაღებებსაც 2017 წლის გაზაფხულზე გეგმავს.