კრეატიული ხედვა და პროფესიონალიზმი
images/perheader/8651381.jpg
ბენ ვილერი
ბენ ვილერი

ბენ ვილერი არის საქართველოში დაფუძნებული მუსიკოსი, კომპოზიტორი, ეთნოგრაფიული მუსიკის სპეციალისტი.

დამთავრებული აქვს ორეგონის უნივერსიტეტი, ასევე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ფოლკლორული მუსიკის ფაკულტეტი.

აგრეთვე სწავლობდა ილინოისის უნივერსიტეტში, ეთნოგრაფიული მუსიკის განხრით და ბოლო 1 წელი გაატარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის განყოფილებაში. 

 

ბენ უილერი არის „ტანგუსის მთების“  თანადამაარსებელი, ორგანიზაციისა, რომლის მიზანია კავკასიის რეგიონის სხვადასხვა მუსიკლური ტრადიციის დაცვა და ხელშეწყობა. 

 

ბენმა შემოიარა სამხრეთ კავკასია, რა დროსაც ჩაიწერა სხვადასხვა შემსრულებლის ნაწარმოები და ინტერვიუ. აღნიშნული პროექტის მონაწილეთა ჩანაწერები საერთაშორისო დონეზე გამოიცა სხვადასხვა ფორმით (ფირფიტა, კომპაქტ დისკი, ფირი).

 

როგორც კომპოზიტორმა და მუსიკოსმა, მან საკუთარი კომპოზიციები შეასრულა და ააჟღერა სხვადასხვა ჯგუფთან ერთად, ასევე მრავალი მუსიკალური ალბომი გამოუშვა საკუთარი სახელით. 

ბენი აქტიურადაა ჩართული თბილისის ექსპერიმენტული მუსიკის ცხოვრებაში და რეგულარულად მონაწილეობს ქართველ მუსიკოსებთან ერთად, როგორც სოლო შემსრულებელი, ასევე შეხვედრებსა და ფესტივალებში მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. 

ბენი ასევე არის GIPA 94.3-ისრადიო პროგრამა „კავკასიის“ წამყვანი. 

Related courses