კრეატიული ხედვა და პროფესიონალიზმი
images/perheader/4534611.jpg
რეზი ხუნწელია (მუსიკალური ინდუსტრია და ჟურნალისტიკა ციფრულ ერაში)
რეზი ხუნწელია

რეზი ხუნწელია მუსიკალური ჟურნალისტი, რადიო წამყვანი და როგორც კონსერვატორიის, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია.

 

რეზი მუსიკით ადრეულ ასაკში დაინტერესდა, რისი ლოგიკური გაგრძელება იყო მის მიერ 2013 წელს შექმნილი ბლოგი ქართული ელექტრონული მუსიკის შესახებ, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად ავრცელებდა ინფორმაციას როგორც ქართველ მუსიკოსებსზე, ასევე საერთაშორისო მუსიკალურ ტენდენციებზე. საკუთარი ბლოგის მართვის გამოცდილება აღმოჩნდა ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იმისთვის, რომ მისი ჟურნალისტური საქმიანობა კიდევ უფრო აქტიური გამხდარიყო. ამის შედეგად რეზი გახდა ისეთი გამოცემების რეგულარული კონტრიბუტორი, როგორებიცაა ჟურნალი ‘ინდიგო’, ‘პოპმიუზიკი’, ‘Electronauts’, ‘Tsa Music’, ‘At.ge’ და ა.შ. 

 

ამ გამოცდილებამ მას საშუალება მისცა როგორც ინტერვიუების ფორმატში, ასევე სხვადასხვა პროექტებზე ემუშავა ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან Juan Atkins, Alva Noto, William Basinski,  Moderat,  Jan Jelinek, Dubfire და ა.შ.

 

ჟურნალისტური საქმიანობის პარალელურად, 2013 წლიდან ის აქტიურად ჩაერთო ივენთ მენეჯმენტის სფეროშიც, რაც გულისხმობდა მჭიდრო თანამშრომლობას ისეთ საფესტივალო სივრცეებთან და კლუბებთან, როგორებიცაა Black Sea Arena, Echowaves, Tbilisi Summer Set, Bassiani, Vitamini Cubes და სხვა.  

 

2017 წელს, თ.ს.უ-ში რეზი გახდა ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის მაგისტრი და იმავე უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, 2019 წლიდან კი კონსერვატორიაში უძღვება კურსს „პოპულარული ელექტრონული მუსიკის ისტორია“. ის არის Mutant Radio-ს რეგულარული კონტრიბუტორი საავტორო გადაცემებით Scanner და Retrospective.

Related courses