top of page

[ახალი გამოცემა] გოგი ძოძუაშვილი და მზია არაბული - "იას უთხარით"


“იას უთხარით” არის გოგი ძოძუაშვილის და მზია არაბულის კოლაბორაციის შედეგად შექმნილიალბომი. ეს კოლაბორაცია დაიწყო 2001 წელს, და დასრულდა 2022 ში. მზია არის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი, ხევსურეთიდან. მას ბავშვობიდან ახსოვს ოჯახშინამღერი ხალხური სიმღერები, მაგიური პოეზია მხოლოდ მთისთვის დამახადიათებელიქრისტიანული რიტუალები შეზავებული წარმართულ ელემენტებთან. “იას უთხარით” შედგება 12 ნაწარმოებისგან, მზია მღერის 11 ში. 2 სიმღერაში “იას უთხარით “ და “ არც რა...” გამოყენებულია ვაჟა-ფშაველას ლექსები, “ნანუკელა” და “ერთა ჩიტა” ხალხური ბავშვების ძილისპირულებია, “ დალაი” არის გარდაცვლილიმხედრების, მეომრების დატირება რომელიც უფრო თუშეთში იმღერებოდა, “ვეფხი და მოყმე”ხალხური პოეზიაა და მის შუა ნაწილში არის ხევსურული დატირების ელემენტები (აააი ჰჰიჰჰია ჰჰია). “დიდება” ხალხური სიმღერაა რომელსაც ხევსურები მღეროდნენ, ერთი გვარის რამდენიმე ოჯახიიკრიბებოდა საშობაოდ და მღეროდნენ ღვთის სადიდებლად, ხშირად ბავშვებს მხრებზეშემოისვავდნენ. მზიამ დაამატა ერთი ელემენტი, იგი მღერის ამ სიმღერას ერთი მთიდან მეორეზე გადაძახილისიმიტაციით. “ბინდი”, “მზე შინა და მზე გარეთა”, “ვარსკვლავები”, ხალხური პოეზიაა, რომელსაც მზია ამღერებსმაგიური შელოცვების მანერით, განსაკუთრებით “მზე შინაში“ ჩანს ტრანსში შესული ქადაგებისშელოცვების ელემენტები. “ვარსკვლავები” უფრო მზის თაყვანისმცემლების შელოცვასავით იმღერება. საინტერესოა “თეთრო ქარო გაფრენილო”, სადაც მზიამ ამოკრიფა ტექსტები ქართული მაგიურიპოეზიიდან, ტექსტები ძირითადად წარმართულია მაგრამ გაჯერებულია ქრისტიანული ელემენტებით, რაც მთისთვის დამახასიათებელია. ამ ყველაფერს ემატება გოგი ძოძუაშვილის ელექტრონული მუსიკა. მზიას სიმღერა და გოგის მუსიკა ქმნის თითქოს ორ პარალელურ ხაზს რომლებიც არ იკვეთებიან, მაგრამ ქმნიან მესამე, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ სივრცეს.



გამოშვების თარიღი: 18 ნოემბერი 2022


ყველა სიმღერის ავტორი: გოგი ძოძუაშვილი და მზია არაბული გარდა "ქართული" ავტორი გოგი ძოძუაშვილი

მუსიკის პროდიუსერი: გოგი ძოძუაშვილი

ტექსტი: ფოლკლორი გარდა "იას უთხარით" და "არც რა" ვაჟა ფშაველა

ვოკალი: მზია არაბული

ყდის ფოტო: მარიკა ასათიანი

ყდის დიზაინი: ლადო კობახიძე



მოსასმენი ბმული:



Comentários


bottom of page