top of page

ახალი გუნდის წევრი- დათო მესხი და მისი ინოვაციური პროგრამა "ფოტოგრაფია-მხატვრული სპექტრი"

Updated: Sep 6, 2022


მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ ჩვენი გუნდის ახალ წევრი-დათო მესხი. დათომ 2005 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ფოტოგრაფიის ფაკულტეტი. კარიერის დასაწყისშივე მუშაობდა წამყვან ქართულ ჟურნალებში.

მესხი გახლავთ თანაავტორი დოკუმენტური ფილმისა “When the Earth Seems Light“. მისი ნამუშევრები წარმოდგენილია ევროპის წამყვან ხელოვნების პლატფორმებზე, როგორიცაა პარიზის ფოტო ფესტივალი, ფრანკფურტის გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი, Braunsfelder საოჯახო კოლექცია კელნში, ლონდონის კალვერტ 22 ფონდი, რობერტ კაპას თანამედროვე ფოტოგრაფიის ცენტრი ბუდაპეშტში, გერმანიის დიენალე. la Photographie de Mulhouse და საქართველოს ეროვნული მუზეუმი. დავით მესხი ცხოვრობს და მუშაობს თბილისსა და ბერლინში.


მისი ინოვაციური კურსი "ფოტოგრაფია-მხატვრული სპექტრი" მოგცემთ წარმოდგენას, თუ რა გჭირდებათ თქვენი შემოქმედებითი იდენტობის ჩამოყალიბების პროცესში.


დათო მესხის კურსის "ფოტოგრაფია-მხატვრული სპექტრი" ღია კარის დღეს, სექტემბრის ბოლოს ვუმასპინძლებთ. დარეგისტრირდი ღია კარის დღეზე.

217 views0 comments

Comments


bottom of page