top of page

"ა-დან ჰ-მდე" [ღია კარის დღე] 14/05/24 გრაფიტის სკოლა X CES


გრაფიტის სკოლასთან ერთად დიდი სიხარულით წარმოგიდგენთ უახლეს კურსს "ა-დან ჰ-მდე".


ღია კარის დღე - 14 მაისი, 20:00 საათზე.


საქართველოში პირველი გრაფიტის სკოლის სულის ჩამდგმელი და მენტორი გახლავთ ჩვენი მრავალი წლის მეგობარი ჩილ Chil One - პიონერი ქართველი გრაფიტი მწერალი 16 წლიანი გამოცდილებით, „ფაბრიკაფიტი“ ფესტივალის და "გრაფიტი ბეთლების“ თანაორგანიზატორი, ქართული ანბანის გრაფიტის ტანსაცმლის სერიის ავტორი.


ქართული ანბანი თავისი უნიკალური მოხაზულობით და დინებით გამორჩეულია დამწერლობებში, რაც გრაფიტისთან შერწყმით უსაზღვრო ვარიაციების შესაძლებლობას იძლევა და ტიპოგრაფიის ცალკე ქვეჟანრადაც შეიძლება მოისაზროს.


ამ იდეის გაღვივებას და განვითარებას ემსახურება კურსი "ა-დან ჰ-მდე" სადაც ისწავლით ყველაფერს რაც გრაფიტის სახატავად და სტილის ჩამოსაყალიბებლადაა საჭირო: გრაფიტის ისტორია, ასოების აგებულება, სტრუქტურა, კომპოზიცია, ფერები, დეტალიზაცია, გაფორმება, სხვადასხვა ტექნიკები, სპრეის გამოყენების მეთოდები და სხვა. კურსის დეტალური აღწერის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს "ა-დან ჰ-მდე".






Comments


bottom of page