top of page

გრაფიტის სკოლა X CES

Updated: May 8



ვართ ბედნიერი, გახაროთ ჩვენი და გრაფიტის სკოლის დამეგობრების შესახებ.


საქართველოში პირველი გრაფიტის სკოლის სულის ჩამდგმელი და მენტორი გახლავთ ჩვენი მრავალი წლის მეგობარი ჩილ| Chil One - პიონერი ქართველი გრაფიტი მწერალი 16 წლიანი გამოცდილებით, „ფაბრიკაფიტი“ ფესტივალის და "გრაფიტი ბეთლების“ თანაორგანიზატორი და ქართული ანბანის გრაფიტის ტანსაცმლის სერიის ავტორი.



ჩილის ერთ-ერთ ბოლო ნამუშევარს "იისფერ ქართულ ანბანს" ვარკეთილში გადააწყდებით.





ჩილ მზად არის გრაფიტის ფუნდამენტების, მისი სხვადასხვა სტილის მრავალფეროვნების ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად.



გრაფიტი თანამედროვე სახვითი ხელოვნების ყველაზე თავისუფალი, უშუალო, დიდი მუხტის და იდეის მატარებელი მიმდინარეობაა, რომელიც ინდივიდუალურ თვითგამოხატვაზეა ორიენტირებული და ქალაქთან კომუნიკაციის ყველაზე პირდაპირი ფორმაა.




ქართული ანბანი თავისი უნიკალური მოხაზულობით და დინებით გამორჩეულია დამწერლობებში, რაც გრაფიტისთან შერწყმით უსაზღვრო ვარიაციების შესაძლებლობას იძლევა და ტიპოგრაფიის ცალკე ქვეჟანრადაც შეიძლება მოისაზროს.

.

ამ იდეის გაღვივებას და განვითარებას ემსახურება გრაფიტის სკოლის და CES-ის ერთობლივი კურსი "ა-დან ჰ-მდე" სადაც ისწავლით ყველაფერს რაც გრაფიტის სახატავად და სტილის ჩამოსაყალიბებლადაა საჭირო: გრაფიტის ისტორია, ასოების აგებულება, სტრუქტურა, კომპოზიცია, ფერები, დეტალიზაცია, გაფორმება, სხვადასხვა ტექნიკები, სპრეის გამოყენების მეთოდები და სხვა.



გაეცანით კურსის დეტალურ აღწერილობას და დარეგისტრირდით ღია კარზე დასაწრებლად მოცემულ ბმულზე: https://www.ces.ge/ka/graffiti-school-ces




Comentários


bottom of page