top of page

Session View პროგრამირება ცოცხალი შესრულებისთვის Ableton Live-ში (ღია კარის დღე) 12/11/2022

Updated: Nov 24, 2022


ვართ მოხარული მოგიპატიჟოთ CES-ში ჩვენი უახლესი პროგრამის წარდგენაზე. 12 ნოემბერს, შაბათს, 16:00-ზე.


პედაგოგი: ლევან ჯავახიშვილი ხანგრძლივობა: 1 თვე საათები: კვირაში 4 საათი ფასი: 450 ლარი ენა: ქართული / ინგლისური


“Session View Programing for live performance in Ableton Live”. 1 თვიანი ვორკშოფების სერია მოიცავს თქვენსმიერ შექმნილი, არსებული ტრეკების და ნამუშევრების მომზადებას Ableton Live-ის Session View-ს ფანჯარაში, გადატანასა და მის შესრულებას ცოცხლად. სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ მუსიკის შექმნის გამოცდილება ნებისმიერ DAW-ში, თუმცა კი სრული კურსი დაეთმობა Ableton Live-ის Session View-ს შესწავლასა და გამოყენებას. კურსი ასევე მოიცავს Midi პროგრამირების სიღრმისეულად შესწავლასა და გამოყენებას.

Ableton Live-ის Session View-ს მრავალფუნქციური გამოყენება აქვს, ის იდეალურია როგორც ცოცხალი შესრულებისთვის, ასევე მუსიკის შექმნისთვის. მისი გამოყენება ასევე საინტერესოა DJ-ებისთვისაც. ეს კურსი დაგეხმარებათ როგორც სასცენო ცოცხალი შესრულების მომზადებაში, ასევე მუსიკის შექმნის პროცესებშიც.


კურსის დასასრულს სტუდენტები შეძლებენ მუსიკის ცოცხლად შესრულებას სცენაზე.

რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ ბმულს.




Comentários


bottom of page