ვართ მოხარული წარგიდგინოთ უახლესი სასწავლო პროგრამა CES-ში- "საშემსრულებლო ხელოვნება".
აღნიშნული სასწავლო პროგრამის მხარდამჭერი Mutant Radio გახლავთ, სადაც კურსის განმავლობაში პრაქტიკული სესიები ჩატარდება და რომელიც კურსის ფინალური პროექტის მასპინძელი გახდება.
ორთვიანი საშემსრულებლო-შემოქმედებითი ხელოვნების კურსი გთავაზობთ შესაძლებლობას, განავითაროთ თქვენი თვითგამოხატვის უნარები და აღმოაჩინოთ საკუთარი შემოქმედებითი ხმა. კვირაში ორჯერ, სამსაათიანი ინტენსიური სესიების განმავლობაში, თქვენ შეისწავლით თვითპრეზენტაციის ეფექტურ მეთოდებს, აუდიტორიასთან კავშირის დამყარების ტექნიკებს და ეცდებით შემოქმედებითი იდეების რეალიზაციას.
თეატრალური კომპანია "ჰარაკი" სპექტაკლი "ბერსერკები - შინ " რეჟ: გიორგი ჯამბურია. ფოტო: ანკა გუჯაბიძე
კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს, მათ შორის ფიზიკურ იმპროვიზაციულ სავარჯიშოებს და დასკვნით LIVE ღონისძიებაში მონაწილეობას. კურსი განკუთვნილია როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი არტისტებისთვის და ნებისმიერი შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის, ვისაც სურს საკუთარი იდეების ეფექტურად გადმოცემა საჯარო სივრცეში.
კურსის ფარგლებში, სტუდენტები გაეცნობიან საშემსრულებლო სფეროში წარმატებული სხვადასხვა არტისტების ნამუშევრებს, მიიღებენ მონაწილეობას დისკიუსიებში და ასევე გაიღრმავებენ პრაქტიკულ ცოდნას მათი იდეების რეალიზებისთვის, რათა დამოუკიდებლად შეძლონ აუდიტორიის წინაშე პრეზენტირება.
თეატრალური კომპანია "ჰარაკი" -"ბერსერკები 1 /მისია/" რეჟ: გიორგი ჯამბურია. ფოტო: ჯამბაკურ ბაქრაძე
პედაგოგები: სოფიკო გვიმრაძე / ნინი იაშვილი
აუდიო/ვიზუალური მხარე : დენოლა გუგავა
ხანგრძლივობა: 2 თვე
საათები: კვირაში 6 საათი
ფასი: 900 ლარი
ენა: ქართული
ეს კურსი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც:
1. აპირებენ აუდიტორიის წინაშე წარდგომას და საკუთარი პროფილის გაზიარებას.
2. დაინტერესებულნი არიან საშემსრულებლო ხელოვნებით ან/და სხვა სფეროებით, სადაც საჯარო გამოსვლებია საჭირო.
3. სურთ შეისწავლონ თვითპრეზენტაციის ეფექტური მეთოდები.
4. მიზნად ისახავენ საკუთარი ნამუშევრის აუდიტორიისთვის საინტერესოდ და მიმზიდველად წარდგენას.
5. ესწრაფვიან პროფესიულ განვითარებას საშემსრულებლო ხელოვნების სფეროში.
პეაგოგების შესახებ:
სოფიკო გვიმრაძე მსახიობი, საშემსრულებლო ხელოვნების მაგისტრი, მუსიკოსი, პოეტი დაპერფორმერი, ასევე ცნობილი როგორც TINDRA. სოფიკო გვიმრაძე დაიბადა 1997 წელს, ქალაქ თბილისში. 2016-2020 წლებში სწავლობდა შოთარუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში დრამის მსახიობისსპეციალობით, ხოლო 2020-2022 წწ. სამაგისტრო ფაკულტეტზე საშემსრულებლო (თეატრალური) ხელოვნების სპეციალობით. პედაგოგიური მოღვაწეობის პირველივე გამოცდილებით მოიხიბლა ამპროცესით და ახლა უკვე საავტორო პრაქტიკის განვითარების ყველაზე საყვარელ ნაბიჯებს დგამს. აქტიურად თანამშრომლობს თეატრალურ კომპანია "ჰარაკი"-სთან და არის "pa.laboratory"-ის(საშემსრულებლო ხელოვნების ლაბორატორია) გუნდის წევრი. ხელოვნების დარგისა დაკონკრეტულად ლაბორატორიული სამუშაოდან მაყურებლის გულწრფელ ემოციამდე მისასვლელიგზა არის მისთვის ის მთავარი ბილიკი, რაც მისი აზრით არის უმნიშვნელოვანესი პუნქტი მსახიობისპროფესიაში: გაზიარება. იმ ადამიანის პულსაციის სწორად მოსმენა, რომელიც იქ, იმ მოცემულმომენტში შენ გიყურებს, შენ გისმენს.
ნინი იაშვილი პროფესიით მსახიობი და ორგანიზაცია “პროექტი ცხოველებისთვის” თანადამფუძნებელი. დაიბადა 1993 წელს, თბილისში, დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი, ბაკალავრის ხარისხი. 2017 წლიდან დღემდე არის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის დასის წევრი და ასევე აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა დამოუკიდებელი სივრცეების პროექტებში როგორც ფრილანსერი. თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი : “ ჩვენი პატარა ქალაქი,” “ ჰამლეტი მანქანა. ”ღია სივრცე: “ მიზანთროპი,” “ მშობელთა კრება,” “ შიმშილის ღმერთი.” ათონელის თეატრი : “შავი ფრინველი.” თეატრალური კომპანია ჰარაკი : “ შინ” “ მისია.” ქალაქის თეატრი : “ მზიანი მხარე “
გარდა თეატრალური მოღვაწეობისა, მონაწილეობს სხვადასხვა მოკლემეტრაჟიან თუ სრულმეტრაჟიან ფილმებში, ასევე კომერციულ რეკლამებში.
არის “pa.laboratory”- ის ( საშემსრულებლო ხელოვნების ლაბორატორია) გუნდის წევრი.
“ ჩემთვის როგორც ამ სფეროში მოღვაწე ადამიანისთვის დიდი გამოწვევაა მსგავს ფორმატში მუშაობა.გამოცდილების გაზიარება და ახალი გამოცდილების შეძენა იმ პროცესის ფარგლებში რასაც ჩვენი კურსი მოიცავს ძალიან ძვირფასია. ინსპირაცია შეიძლება ყველაფერი იყოს ხელოვნებაში, მაგრამ ყველაზე დიდი ინსპირაცია ზუსტად ამ გაცვლა გამოცვლის დროს იბადება , რაც მხოლოდ ორ ადამიანს შორის ხდება“.
დენოლა გუგავა არის სორბონის პარიზის კინემატოგრაფიისა და აუდიოვიზუალური ხელოვნების კურსდამთავრებული, ამჟამად თბილისში მოღვაწე. მისი შემოქმედებითი საქმიანობა მოიცავს ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა სახეობასა და ნამუშევრებს, როგორიცაა ვიდეო, 3D დიზაინი და გრაფიკა. ხმის მიმართ განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობის გამო, ამჟამად ის პრიორიტეტს ანიჭებს მუსიკის წარმოებასა და გააზრებას, რომლის სიღრმისეულად შესასწავლად სწორედ CES-ში არსებული კურსი “სიმღერის შექმნა და მუსიკის წარმოება” გაიარა.
მისი ნამუშევრები ასახავს მხატვრული გამოხატვის უწყვეტ კვლევას, ყოველგვარი შეზღუდვებისა დაწესების გარეშე.
ღია კარის დღე გაიმართება 2 ოქტომბერს, 20:00-ზე.
რეგისტრაციის გასავლელად მოგვწერეთ: სახელი/გვარი/საკონტაქტო ნომერი და კურსის დასახელება.
კონტაქტი:
CES
ფაბრიკა-თბილისი
ეგნატე ნინოშვილის 8
2 477 588
Comments