"The Art of Sampling in Hip-Hop" Denivarlevy's workshop [6.11.24]
- cestbilisi
- Nov 4, 2024
- 1 min read
Updated: Jan 3, 2025

6 ნოემბერს, CES წარმოგიდგენთ ლევან ოქროპირიძის, იგივე Denivarlevy-ს ვორკშოპს "სემპლინგი ჰიპ-ჰოპში". ვორქშოფზე ლევანი გაგვაცნობს სემპლინგის ტექნიკების თავისებურებას, რომელიც ჰიპ-ჰოპს საფუძვლად უდევს. ის გაგვიზიარებს, თავად როგორ დაიწყო და განავითარა სემპლინგის ტექნიკები. ლევანი მოგვითხრობს, თუ როგორ შეუძლია ციფრული ან ანალოგური წყაროდან აღებულ ერთ მცირე ნიმუშის ნაწყვეტს შექმნას სრულიად ახალი მუსიკალური ნარატივი. ვორქშოფზე განხილული იქნება სემპლების მოძიების, რედაქტირებისა და მათი ჰიპ-ჰოპის კომპოზიციებში ინტეგრირების პროცესი.
შეხვედრისას ლევანი გვიამბობს, თუ როგორ მოქმედებს სემპლინგი მუსიკალური ატმოსფეროსა და ნოსტალგიის შექმნაზე და როგორ შეიძლება ძველი ჩანაწერები ახალი ჟღერადობის მატარებელი გახდეს. ისაუბრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესზე, რომელიც მოიცავს სხვადასხვა კულტურული და მუსიკალური ნაწილის შერწყმას, იქნება ეს ქართული ტრადიციული მუსიკა, ესპანური ფოლკლორი თუ ლათინური ბალადები.
ლევანი განიხილავს თავის ჰიპ-ჰოპ ალბომებს და ბითთეიპებს, რომლებიც უმეტესწილად სემპლინგის ტექნიკებით არის შექმნილი. ასევე წარმოგვიდგენს რამდენიმე დემოს რათა ვიზუალურად თვალსაჩინო გახდეს დამსწრეთათვის, თუ როგორ ხდება სხვადასხვა სემპლის დაჭრა, დამუშვება და მათი კომპოზიციაში ორგანულად შერწყმა.
ვორქშოფის ბოლოს ლევანი უპასუხებს თქვენს შეკითხვებს.
ლევან ოქროპირიძე, სასცენო სახელით Denivarlevy არის 22 წლის პროდიუსერი, DJ და CES ხმის ინჟინერიის კურსდამთავრებული. მისი დისკოგრაფია 2020 წლიდან დღემდე 5 სოლო ბითთეიფსა და 2 კოლაბორაციულ ალბომს ითვლის. მისი შემოქმედება მჭიდროდ არის დაკავშირებული სემპლინგთან, რომელიც ლევანისთვის არა მხოლოდ ტრეკის კეთების ერთ-ერთი ტექნიკა, არამედ ისტორიის, ნოსტალგიისა და ჰიპ-ჰოპის კულტურული მემკვიდრეობის გაგრძელების სივრცეა.
ვორკშოფზე დასწრება თავისუფალია.

!["House As Source of Sound" Anushka Chkheidze's workshop [21.10.24]](https://static.wixstatic.com/media/62a7c1_96fcccb56786491bb7af3ad8192b2267~mv2.jpg/v1/fill/w_750,h_422,al_c,q_80,enc_avif,quality_auto/62a7c1_96fcccb56786491bb7af3ad8192b2267~mv2.jpg)
![Singer-Songwriting course with Ketato Nergadze [open day] 15/11/2024](https://static.wixstatic.com/media/62a7c1_b6b7c715f8b0433f8e3e69f5b3f5b261~mv2.jpg/v1/fill/w_980,h_735,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_avif,quality_auto/62a7c1_b6b7c715f8b0433f8e3e69f5b3f5b261~mv2.jpg)
Bună! Cineva de pe un forum mi-a recomandat acest site când discutam despre opțiuni sigure și platforme care pun preț pe experiența reală a utilizatorului. Citind articolul, am accesat https://topcazinouriro.ro/reviews/vavada-casino/ și am observat că modul în care sunt prezentate datele te ajută să compari totul foarte rapid. Îmi place că stilul este unul onest, nu pare o simplă reclamă, ci mai degrabă un sfat util. M-am simțit informat și mulțumit de claritatea detaliilor găsite.