Tutor: Mariam Giunashvili MZESU
Duration: 1 month
Hours: 4 hours per week
Price: 450 GEL
Language: Georgian / English
Related Courses: ABC of Graphic Design / Advanced Graphic Design / Digital Sketching / Real-Time Visual Performance With Touchdesigner
ფოტოგრაფია მხოლოდ ერთი კარგი კადრის შექმნა არ არის — ის არის
უნარი, დაინახო, შეარჩიო და ერთმანეთთან დააკავშირო კადრები, რომ
მათ ერთად ერთი ამბის მოყოლა შეძლონ.
ერთთვიანი ვორქშოფის განმავლობაში მონაწილეები სწორედ ამ
პროცესზე იმუშავებენ. კვირაში ორი შეხვედრა დაეთმობა
ფოტოგრაფიულ აზროვნებას, პრაქტიკულ გადაღებებს, გადაღებული
მასალის სელექციასა და ედიტინგს, ვიზუალური მასალის განხილვასა
და ფოტოების სერიად შეკრვრას.
რეალურ გადაღების პროცესში წარმოქმნილ გამოწვევებზე მუშაობა
დაეხმარება თითოეულ მონაწილეს უკეთ გაიაზროს საკუთარი
გადაწყვეტილებები — რას იღებს, რატომ იღებს, რომელი კადრი მუშაობს
ამბის თხრობისთვის და რომელი არა.
ვორქშოფს გაუძღვება მარიამ გიუნაშვილი, თვითნასწავლი ფოტოგრაფი,
რომელიც მონაწილეებს გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას — ძიების,
შეცდომების, ექსპერიმენტებისა და იმ პროცესის შესახებ, რომელმაც
მისი ფოტოგრაფიული ენის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.
კურსის განმავლობაში თითოეული მონაწილე იმუშავებს საკუთარ
პროექტზე — შექმნის ახალ ფოტოსერიას ან განავითარებს უკვე
დაწყებულ ნამუშევარს. მიზანია, კურსის დასრულებისას მონაწილეებს
ჰქონდეთ არა მხოლოდ ახალი ნამუშევარი, არამედ უფრო მეტი
თავდაჯერებულობა საკუთარი თავის, როგორც ფოტოგრაფის, მიმართ.
ვორქშოფი დასრულდება მცირე პრეზენტაციით, სადაც მონაწილეები
წარმოადგენენ კურსის განმავლობაში შექმნილ ან განვითარებულ
ფოტოსერიებს.

