top of page

Performing-Creative Art

resizeDSC07846 (1).jpg

Tutor: Sopiko Gvimradze 

Duration: 3 months 

Hours: 6 hours per week 

Price: 1200 GEL

Language: Georgian / English

Related Courses: Ableton Live / Music Production with hint of Songwriting / Songwriting & Music Production / Sound Engineering

​

​

​​​​​

​​

„პერფორმანსი, როგორც მრავალგანზომილებიანი აქტი“ — კურსი ეხება იდეისგან შემოქმედებითი პროდუქტის შექმნის გზას, სადაც ფოკუსი კეთდება საშემსრულებლო ხელოვნებაზე, თვითპრეზენტაციაზე და ტექსტთან მუშაობის უნარებზე.
სტუდენტები იკვლევენ, როგორ შეიძლება ემოციის გამოხატვა როგორც სიტყვით, ასევე უსიტყვოდ; როგორ იქმნება პერფორმანსი და რა არის მისი სტრუქტურა, ფორმა თუ ფუნქცია სხვადასხვა მედიუმში.

კურსის მთავარი ღერძი მდგომარეობს იდეის ჩამოყალიბებასა და მის  სრულფასოვან შემოქმედებით აქტად გარდაქმნაში.

​

ვისთვის არის ეს კურსი განკუთვნილი

​

კურსში მონაწილეობა შეუძლიათ იმ ადამიანებს, რომლებიც:

●      აპირებენ აუდიტორიის წინაშე წარდგომას და საკუთარი პროფილის გაზიარებას;

  • დაინტერესებულნი არიან საშემსრულებლო ხელოვნებით ან სხვა სფეროებით, სადაც საჭიროა საჯარო გამოსვლა;

  • სურთ შეისწავლონ ეფექტური თვითპრეზენტაციის ხერხები;

  • გეგმავენ საკუთარი ნამუშევრების, იდეების ან მინი-პერფორმანსების მომზადებას და საინტერესო ფორმით წარდგენას;

●      ისწრაფვიან საშემსრულებლო ხელოვნების ან პერფორმანსის სფეროში პროფესიული ზრდისკენ. 

​

რას მიიღებენ მონაწილეები

​

კურსის ფარგლებში მონაწილეები:

●      გაეცნობიან ტექსტთან (და ზოგადად დოკუმენტთან) მუშაობის სპეციფიკას;

  • შეისწავლიან, როგორ იქმნება პერფორმანსი ტექსტური, ვიზუალური ან ფიზიკური ამოსავალით;

  • განავითარებენ უნარს საკუთარი იდეების ფორმალურად ჩამოყალიბებისა და გადმოცემის;

  • გაივლიან პრაქტიკულ ვარჯიშებს ემოციასთან და მის გამოხატვასთან დაკავშირებით — როგორც სიტყვით, ასევე უსიტყვოდ;

  • ისწავლიან აუდიტორიისთვის საკუთარი იდეების საინტერესოდ და დამაჯერებლად მიწოდებას;

●      მიაღწევენ უკეთეს გაგებას საკუთარი შემოქმედებითი მედიუმისა და გამოხატვის ფორმის შესახებ.

  • Bandcamp
  • Facebook
  • instagram-clipart-black-and-white-15
  • soundcloud_2048_black
  • YouTube

ⓒ 2022 CES

bottom of page