top of page

გრაფიკული დიზაინის მეორე ეტაპი

87371276_2698935480161578_4757507700089159680_o.jpg

პედაგოგი: ლადო კობახიძე

ხანგრძლივობა: 3 თვე

საათები: კვირაში 4 საათი

ფასი: 1140 ლარი

ენა: ქართული

დაკავშირებული კურსები: გრაფიკული დიზაინის ანბანიციფრული ხატვა / UI/UX

პროგრამა გრაფიკული დიზაინის მეორე ეტაპი მოიცავს გრაფიკული დიზაინის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს. 
კურსის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან და დაეუფლებიან დიზაინის შემოქმედებით და ტექნიკურ მხარეს.

კურსის გასავლელად აუცილებელი კრიტერიუმია Photoshop-ის და illustrator-ის საბაზო უნარების ცოდნა!

გაკვეთილზე მოხდება სხვადასხვა თემატური სამუშაოს  (workshop-ის ტიპის) განვითარება, რომლის ფარგლებში სტუდენტები იქნებიან ჩართული ინტერაქტიულ პროცესში. გაეცნობიან დიზაინის შემუშავების ეტაპებს, თუ როგორ ხდება დიზაინ დავალების (Design Brief-ის) შესწავლის და ანალიზის პროცესი, დამკვეთთან კომუნიკაციის წარმოება, პროექტის რა მნიშვნელოვან ასპექტებზე უნდა მოხდეს ყურადღების გამახვილება.
თუ როგორ ხდება დიზაინის პროცესის დაგეგმვა,  რა ეტაპებს მოიცავს პროექტზე სამუშაო დრო, პროექტის ეფეტურად განვითარებისათვის რამდენად მნიშვნელოვანია დამკვეთთან კომუნიკაცია და რა სახით / ფორმით წარიმართება აღნიშნული პროცესი.
რა მნიშვნელობა აქვს იდეების გეგენრირების საწყის ფაზას და როგორ ხდება დიზაინ ფიქრის პროცესი, შთაგონების ამსახველი ფოტომასალის მოძიების და საკვანძო სიტყვების გამოყენების სახით. 
რა ეტაპებს მოიცავს ფორმის ძიების ფაზა, როცა ხდება იდეების ვიზუალურად განვითარების პროცესი, რა მნიშველობა აქვს ტრადიციულ და ციფრულ სამუშაო მიმართულებებს.
თუ როგორ ხდება შემოქმედებითი პროცესის ტექნიკურად განვითარება (იდეის საწარმოო პროექტად გარდაქმნა), პროექტის ეფექტური მართვისათვის რა მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა საწარმოო თუ ტექნიკური საკითხის ცოდნას.
რა მნიშვნელობა აქვს პრეზენტაციის უნარს და როგორ ხდება საპრეზენტაციო მასალის მომზადება და წარმართვა.

 

შემოქმედებითი მიმართულება

  • დიზაინის შემუშავების მეთოდი

  • ინსპირაციის ძიება

  • იდეების გენერირება

  • ლოგოს შემუშავების პროცესი

  • PATTERN-ის შემუშავება

  • RENDER-ის შემუშავება

  • ტიპოგრაფია

  • სასათაურე ტიპოგრაფია

  • ტექსტის რედაქტირება

  • პრეზენტაციის უნარი

 

ტექნიკური მიმართულებები:

  • PHOTOSHOP-ის სამუშაო პრინციპები

  • ILLUSTRATOR-ის სამუშაო პრინციპები

  • ბრენდის სახელმძღვანელოს მომზადების მეთოდი

  • სიმბოლოს ზომები / ტექ. პარამეტრები

  • ლოგოს ფერთა ტექ. პარამეტრები

  • პრეზენტაციის მომზადების პრინციპი

  • საბეჭდი ფაილების მომზადება

bottom of page