top of page

CES Records

ვემსახურებით მუსიკის ხელოვნებას წარსულისადმი დიდი პატივისცემით, აწმყოს სრული დაფასებითა და მომავლის დიდი იმედით.

დამოუკიდებელი მუსიკალური ლეიბლი/გამომცემლობა, დაფუძნებული თბილისში.

არტისტები: Nikakoi, ნატალია ბერიძე, გოგი ძოძუაშვილი, ანუშკა ჩხეიძე, Neon Warrior, Esi, sTia, ანი ზაქარეიშვილი და სხვა...

F5190034_edited_edited.jpg

მისია და დამფუძნებლების სელექცია

ჩვენ ვუდგებით CES Records-ს, როგორც საგანმანათლებლო გამომცემლობას, რომელიც ცდილობს აღმოაჩინოს ისტორია, რათა ვიცოდეთ საიდან მოვდივართ და ამასთანავე აღმოვაჩინოთ და მოგაწოდოთ ახალი სახელები.

CES Records დისკოგრაფია  

insta-35_edited.jpg

აღმოაჩინეთ ყველა ჩვენი გამოცემა ფირფიტაზე Kudos-ში,

ყველა დანარჩენი პროდუქტის სანახავად ეწვიეთ ჩვენს მაღაზიას Bandcamp Merch გვერდზე და აღმოაჩინეთ Nikakoi-ს GEOWEDDINGS ჟურნალი Flexi დისკით და sTia-ს RunRun  Box ლიმიტირებული ტირაჟით.

IMG_4731_edited.jpg

ჩვენ განსაკუთრებით მოხარული ვართ, რომ აღმოვაჩინეთ ნათელა სვანიძის  1774 წლის ორიგინალური ჩანაწერი Synthi-100-ზე, "Epitaphium" ,  ხელმისაწვდომია 12' ფირფიტაზე რომელიც მოიცავს HVL, თამო ნასიძე და Mess_Montage-ის დამუშავებულ ვერსიებსაც.

cheqmebiani_lata3.jpg

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ ქართული ელექტრონული მუსიკის პიონერის Nikakoi-ს გამომცემელი. Nikakoi-ს ცხოვრებისეული ნაშრომების შეგროვებასა და დახარისხებას კვლავაც განვაგრძობთ და გაწვდით მისი ანთოლოგიის სახით. ამავდროულად, ნიკაკოი არის CES Records-ის ვიდეო პროდუქციის უმეტესი ნაწილის ავტორი და რეჟისორი.

გაეცანით ნიკას ანთოლოგიას აქვე.

Sleepers Poets Scientists Vol 2-01_edite

Sleepers Poets Scientists არის ქოლგა ქალი კომპოზიტორებისა და მუსიკის პროდიუსერებისთვის. ამჟამად გამოცემული გვაქვს 2 გამოცემა (მწვანე და ლურჯი), ორმაგ  12' ფირფიტებზე, შეზღუდული რაოდენობით 300 ეგზემპლარად.

Sleepers Poets Scientists [მწვანე გამოცემა]

Sleepers Poets Scientists ტ. 2 [ლურჯი გამოცემა]

SPC-ის იდეა გაჩნდა  ნატალი ბერიძის "სიმღერის შექმნის და მუსიკის წარმოების" კურსის შედეგად CES-ში, მასში წარმოდგენილია მისი სტუდენტების ნამუშევრები.

"ეს კრებული არის ჩემი სწავლების შეჯამება და შედეგი CES-ში. ეს არის ხერხემალი იმისა, რის დარწმუნებასაც ვცდილობ, როგორც ადამიანი და მუსიკოსი, რომელსაც უსაზღვროდ უყვარს მუსიკის შექმნის პროცესი. 

„Sleepers Poets Scientists“ არის განსახიერება თავდადებული, ნიჭიერი და  ინტელექტუალი მუსიკოსების, რომელთაც მჯერა აქვთ ნათელი მომავალი და ეს ალბომი არის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი.

ნატალია  ბერიძე

_SB06798_edited.jpg

კავკასიის მთების შვილი, როგორც ის საკუთარ თავს მოიხსენიებს, გოჩა ანიაშვილი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, პერსპექტიული, ახალგაზრდა ქართველი ელექტრონული მუსიკის პროდიუსერია თბილისში. ჩვენ მოხარული ვართ, რომ შევქმენით და გამოვუშვით მისი ალბომი " Botanical Garden " პანდემიის ჩაკეტილობის პერიოდში. 

გაეცანით ნიკა მაჩაიძისმიერ  

შექმნილ მუსიკალურ ვიდეოებს:

" Water Mirror "  & " Children of Flowers "

Anushka Chkheidze.tif

ანუშკა ჩხეიძე გახლავთ ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორი და ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი. მის სადებიუტო ალბომს "Halfie"  მიენიჭა "წინანდალის პრემია" 2020 წელს, იმავე წელს ის იყო ნომინირებული IMPALA-ს ევროპის წლის დამოუკიდებელი ალბომის ჯილდოზე. ანუშკა Sleepers Poets Scientists-ის ორივე გამოცემის მონაწილეა.

გაეცანით მის შემოქმედებას აქ :

"Halfie"

"Move 20-21"

Მუსიკალური ვიდეობის ჩამონათვალი:

Lingotto

Love=Survive

Move, Move

Move 20-21 სრული ფილმი

Give Me Age

_DSC41181_edited.jpg

"Celebrity Clouds" არის ორი წარმატებული მუსიკოსის ალექსანდრე კორძაიას ( kordz ) და ნატალია ბერიძის ონლაინ თანამშრომლობა. ამ ჩანაწერის კონცეფცია მათ პირველი ტრეკის "Celebrity clouds" ჩაწერის შემდეგ მოიფიქრეს. ბერიძის ტექსტი სრულიად შეუსაბამო აღმოჩნდა კორძის მუსიკასთან, რამაც მას იუმორისა და სარკაზმის ელფერი შესძინა. ამის შემდეგ, მათ გადაწყვიტეს, რომ გაჰყოლოდნენ ან უცნაურ სინთეზის ხაზს. მუსიკალური იდეები ეკუთვნის კორძს. ნატალია ამატებდა რამდენიმე ინსტრუმენტს (ან არცერთს, ზოგიერთ შემთხვევაში), წერდა ტექსტებს და ვოკალს. 

ქართველი არტისტის თეა ჯორჯაძის მიერ შესრულებული ფირფიტის ყდა მუსიკის კონცეფციას წააგავს. თითქოს არაფერ შუაშია, ნამუშევარი ასახავს ნახევრად გამდნარი სანთლის სევდას და სილამაზეს.

მუსიკალური ვიდეო:

" Half-Tone Bubbles" რეჟისორი ნიკა მაჩაიძე 

"Celebtiry Vlouds" ფირფიტაზე ხელმისაწვდომია აქ

image_6487327.jpeg

ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებულად გვახარებს სადებიუტო ალბომების გამოშვება! " მტირალა " ჩვენი ერთ-ერთი ფავორიტია, ახალგაზრდა და ამომავალი ქართველი ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორისა და DJ, ანი ზაქარეიშვილისგან. ანი განსაკუთრებით დაინტერესებულია აკუსმატური და სემპლზე დაფუძნებული მუსიკით.ის არის ერთ-ერთი. Sleepers Poets Scientists პირველი (მწვანე) გამოცემის მონაწილე. "მტირალა" წარმოადგენს ვირტუალურ მოგზაურობას მთაში მტირალა, რომელიც მდებარეობს აჭარის ეროვნულ პარკში. კომპოზიციები ეფუძნება ქართულ ხალხურ მუსიკას სხვადასხვა რეგიონიდან: თიანეთიდან, აჭარიდან და ლაზეთიდან. 

240882094_2829515763958723_4056380172213737621_n.jpg

ირაკლი შონია თბილისში მოღვაწე ქართველი მუსიკოსია. 2000-იანი წლების დასაწყისიდან სხვადასხვა სახელწოდებით ოპერირებს. ის ''de re'' რეკორდ ლეიბლის და

ექსპერიმენტული, ელექტრონული და აკუსტიკური მუსიკის სხვადასხვა ინიციატივების თანადამფუძნებელი და კურატორია. ჩვენ გვეამაყება მასთან თანამშრომლობა და გვიხარია რომ მისმა პროექტმა სახელით  "Forty One Forty Four " Esi ბინა ჩვენს ლეიბლზე დაიდო. 

ალბომი ხელმისაწვდომია 12' ფირფიტაზე აქ.

Unknown-20.png

გოგი ძოძუაშვილი, იგივე Post industrial boys არის ქართული ელექტრონული მუსიკის ვეტერანი. 90-იან წლებში იყო თბილისური სინთ-პოპ ჯგუფის Mother On Mondays წევრი, პარალელურად ის მუსიკას ქმნიდა თეატრალური სპექტაკლებისა და ფილმებისთვის და იყო თბილისის Goslab კოლექტივის წევრი. 2000-იან წლებში იგი თანამშრომლობდა ქართველ პოეტებთან და მომღერლებთან, აერთიანებდა კომპიუტერულ მუსიკას ტრადიციულ სიმღერასა და წარმოთქმასთან. 

2004 წლიდან იგი აწარმოებს მუსიკას Post Industrial Boys-ის სახელით.

2022 წელს CES Records-მა გამოუშვა მისი 3 კოლაბორაციული პროექტი, რატი ამაღლობელთან ერთად - "წრე", Go-Eun Im-თან ერთად  "Three Circles with(in) the Whale " და მზია არაბულთან ერთად "იას უთხარით".

გაეცანით მუსიკალურ ვიდეოს " Purple Whale ".

mjava_new.jpg

მჟავა MESSAGE (ACID MESSAGE) არის კოლაბორაციული ალბომი, შექმნილი პოსტსაბჭოთა თბილისში (1996-97) ქვეყანაში ელექტროენერგიის მუდმივი წყვეტის დროს GOSLAB კოლექტივის წევრების მიერ: Post Industrial Boys; Nikakoi; მაია სუმბაძე; გიო სუმბაძე და ნინო ჩუბინიშვილი. მჟავაMESSAGE  ქართული 

ელექტრონული მუსიკის პიონერული ალბომია, რომელიც განსაზღვრავს ქართულ ელექტრონულ ჟღერადობას 25 წლის შემდეგაც. ალბომი ტექსტზეა დაფუძნებული და იყენებს ქართულ-ინგლისური ენების შერეულ ტექნიკას. 

მჟავა Message ქართული მუსიკის მემკვიდრეობის კოლექციის ნაწილია და ის იქნება ხელმისაწვდომი 12' ფირფიტაზე 2022 წლის დეკემბრის თვიდან.

Screenshot 2022-05-16 at 4.37.35 PM.png

If Strangers არის უცნობთა კოლექტივი, რომლებიც ერთად იკრიბებიან, რათა შექმნან ერთობლივი მუსიკალური ალბომი 2 თვის განმავლობაში. 

If Strangers კოლექტივებს კურატორობენ ნატალია ბერიძე და ნიკა მაჩაიძე.

If Strangers-ის პირველი გამოცემა - "Dust" 2020 წელს გამოვიდა. მეორე გამოცემა კი სამუშაო პროცესშია და 2022 წლის ზამთარს გამოვა.

 

მუსიკალური ვიდეო " Dust

რეჟისორი ნიკა მაჩაიძე.

343754960_655610523070378_1891066436310466927_n.jpg

Isodrome არის Ambient პროექტი, შექმნილი გრიგორ ლაღიძის, რომელიც გახლავთ ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი, შემსრულებელი და DJ დაფუძნებული თბილისში.

CES Records-მა გამოსცა მისი კომპილაციური ალბომი "Transitions"  თანამშრომლობით ჟურნალ "სამეზობლოსთან." 

ალბომის პრემიერა გაიმართა Mutant Radio -ში 2023 წლის ივნისს.

DSC09420.JPG

თაზო მეიფარიანი, 22 წლის დიზაინერი და მუსიკოსი თბილისიდან. თაზო ბავშვობიდან გატაცებული იყო ხელოვნებით და მისი შექმნა პატარაობიდანვე დაიწყო. წლების განმავლობაში მისი შემოქმედების სიყვარული მხოლოდ გაძლიერდა, ის მუდმივად ეძებს თავის გამოხატვის ახალ გზებს. მუსიკა მისი ნამდვილი გატაცებაა. თაზოს შთაგონება მოდის ყოველდღიური ცხოვრების ბგერებიდან და რიტმიდან, რომელიც ხშირად ყურადღების მიღმა გვრჩება.თაზოს უყვარს ქაოსური მოძრაობა და ის ყოველთვის ეძებს გზებს, რომ ეს ენერგია მის მუსიკაში გამოხატოს.

თაზოს სადებიუტო ალბომი "Cold Outside" CES Records-ზე 2023 წელს გამოიცა.

  • Bandcamp
  • Facebook
  • instagram-clipart-black-and-white-15
  • soundcloud_2048_black
  • YouTube

ⓒ 2022 CES

bottom of page