ჩვენი შექმნის ისტორია და მისია
2011 წელი, ერთი აკვიატებული იდეა, რომელიც სრულად არის მორგებული ერთ ახალბედა მუსიკოსზე, რომელიც ცდილობს შექმნას სამყარო, სადაც ის შეძლებს თავისი მუსიკალური ოცნებების ასრულებას თანამოაზრეებთან ერთად. საწყისი წერტილი: სივრცე, მოწყობილობები და მათი გამოყენების უნარი. ოცნების შედეგად გაჩნდა CES-ის იდეა. შექმნის პროცესში წარმოდგენა არ გვქონდა თუ რა ფორმას მიიღებდა ან რამდენ ადამიანს შეუცვლიდა ცხოვრების კურსს.
ათი წლის შემდეგ, ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ თბილისის შუაგულში და ვართ Fabrika -ს ნაწილი, რომელიც მოისაზრება თბილისის კულტურულ ცენტრად, ადგილი რომელიც აერთიანებს თავისუფალ ახალგაზრდობას და შემოქმედებითი ინდუსტრიების მამოძრავებელ ძალებს.
CES წარმოადგენს შემოქმედებით მედია სკოლას, რომელიც სპეციალიზირებულია მუსიკასა და დიზაინში, ის გთავაზობთ მრავალ ინოვაციურ, პრაქტიკულ, მოკლე და ხანგრძლივ სასწავლო პროგრამებს: მუსიკის წარმოება და ხმის ინჟინერია, DJ პრაქტიკა და შესრულება, მუსიკის თეორია და სიმღერის შექმნა, მოდულარული სინთეზატორი და კომპოზიცია, მუსიკალური ინდუსტრია და ჟურნალისტიკა, თამაშის მუსიკა და კოლაბორაციული მუსიკალური ალბომის შექმნა, გრაფიკული დიზაინი და ციფრული ხატვა, ფოტოგრაფია და მხატვრული სპექტრი, ყოველივე ზემოთქმული აკადემიური პროგრამა შექმნილია ჩვენი პროფესიონალი გუნდის წევრების მიერ, რომლებიც საქართველოში თავიანთი სფეროს აქტიური და წარმატებული ფიგურები არიან. ისინი ყოველწლიურად ანახლებენ მიდგომებს რათა ფეხდაფეხ მიჰყვნენ შემოქმედებითი ინდუსტრიების კვალს როგორც საქართველოში, ასევე გლობალურად და არ ზოგავენ შრომას, დააკმაყოფილონ ჩვენი სტუდენტების საჭიროებები. ჩვენ ხშირად გვიხსენიებენ როგორც პიონერ საგანმანათლებლო დაწესებულებას საქართველოში, რომელმაც თავის დროზე საფუძველი ჩაუყარა მომავალი პროფესიების განვითარებას. CES იყო პირველი პროფესიული სასწავლებელი, რომელმაც უარი თქვა „ლეგენდებზე“ დაფუძნებულ სასწავლო პროცესებზე და დანერგა ინოვაციური პრაქტიკული სასწავლო მეთოდი, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით (hands on practice). ეს არის პირველი ინსტიტუტი საქართველოში, რომელმაც პოპულარიზაცია მოახდინა და პრაქტიკაში დანერგა ინდუსტრიის სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფა, როგორიცაა: ADOBE; Avid Pro-Tools; Ableton Live; Max MSP / Jitter და სხვა.
2017 წელს, CES-ში დაარსდა Modular Synth სასწავლო პროგრამა, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოში მოდულარული სინთეზატორის (Modular Synth) კომუნის განვითარებას.
2018 წელს, CES-ის ბაზაზე დაარსდა დამოუკიდებელი ქართული მუსიკალური გამომცემლობა CES Records , რომელიც მიზნად ისახავს CES-ის კურსდამთავრებულთათვის (და არა მარტო) პლათფორმის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს მათ კარიერულ განვითარებას და პოპულარიზაციას გაუწევს საქართველოს საზღვრებს მიღმა. CES Records-ის არტისტების სიაშია: Nikakoi, ნატალია ბერიძე, ანუშკა ჩხეიძე, გოგი ძოძუაშვილი, ნათელა სვანიძე, Neor Warrior, sTia და სხვები ...
2020 წელს, CES-ის " მუსიკალური ინდუსტრია და ჟურნალისტიკა ციფრულ ერაში " სტუდენტების ინიციატივით, საქართველოში მუსიკალური ინდუსტრიის განვითარების მოტივაციით, შეიქმნა დამოუკიდებელი ონლაინ საგამომცემლო პლატფორმა "Dancing On Architecture" .
ჩვენ ვზრუნავთ ადამიანთა თანასწორობაზე და ვაფასებთ ჩვენი კომუნის მრავალფეროვნებას.
CES-ის მთავარი მიზანია შემოქმედებითი სასწავლო პროცესი, რომელიც ადაპტირებულია ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე, თავისუფალი გარემო, ჩვენი სტუდენტების მოტივაცია, დასაქმება და კარიერული ხელშეწყობა, რისთვისაც ჩვენი გუნდის წევრები, რომლებიც თავიანთ სფეროებში წამყვანი ფიგურები გახლანან, არ იშურებენ ძალისხმევას გაუზიარონ მათი ცოდნა და გამოცდილება ჩვენს სტუდენტებს. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები უერთდებიან ჩვენს გუნდს.
ახლა ჩვენ დიდი სიამაყით ვიხსენებთ გასულ 10+ წელს და ვაცხადებთ, რომ მიუხედავად ჩვენი მზარდი მასშტაბისა, ჩვენი ოცნებები და იდეები უცვლელი რჩება.
ჩვენ მადლობელი ვართ თითოეული ჩვენი 4000 კურსდამთავრებული სტუდენტის CES-ის არჩევისთვის.
ჩვენ გვჯერა, რომ განათლება და ჩვენი პროფესიისადმი დიდი სიყვარული არის თავისუფლება, რომელსაც ერთად მოვიპოვებთ.
ჩვენი გუნდი
ლადო კობახიძე
ლადომ დაამთავრა მილანის „დომუს აკადემია“ სატრანსპორტო დიზაინის მაგისტრის ხარისხით. მას აქვს 15 წლიანი კარიერა როგორც დიზაინერს, ის მოღვაწეობდა ჩინეთში, იტალიასა და საქართველოში. ლადომ დააარსა ArteTbilisi . ის CES-ის გრაფიკული დიზაინის დეპარტამენტის ხელმძღვანელია და ბოლო 10 წელი უზიარებს თავის გამოცდილებას CES-ის სტუდენტებს. ლადო ასწავლის: " გრაფიკული დიზაინის ანბანს " , " გრაფიკული დიზაინის მეორე ეტაპსა " და " ციფრული ხატვის " პროგრამებს.
ნიკა მაჩაიძე
ნიკა მაჩაიძე, იგივე Nikakoi, იგივე Erast, ქართული ელექტრონული მუსიკის პიონერი და კინორეჟისორია. 2015 წლიდან CES-ში ნატალი ბერიძესთან ერთად ასწავლის კურსს " სიმღერის შექმნა და მუსიკის წარმოება " / Collab19. ნიკა სტუდენტების დიდი ინსპირაციაა, სწავლის პროცესში ის მათთან ხშირად შედის კოლაბორაციაში.
ნატალია ბერიძე
ქართული ელექტრონული მუსიკის პიონერი ნატალია ბერიძე თანამშრომლობს ისეთ მუსიკალურ ლეიბლებთან როგორიც არის: Max.E, Monika Enterprise, CMYK, Laboratory Instinct და Chainmusic. გარდა მისი სოლო პროექტებისა, მისი კოლაბორატორები არიან: Thomas Brinkmann, AGF, Gudrun Gut, Joerg Follert, Marcus Schmickler, Nikakoi, Ryuichi Sakamoto და სხვა... ნატალია 2014 წლიდან უზღვება CES-ში " სიმღერის შექმნის და მუსიკის წარმოების " , ასევე Collab19 -ის კურსებს ნიკა მაჩაიძესთან ერთად.
ალექსანდრე ხოხიაშვილი
ალექსანდრე ხოხიაშვილი, დრამერი და ხმის ინჟინერი, CES-ის მრავალი კურსის კურსდამთავრებული, ჯგუფი MokuMoku-ს წევრი. ის ახლახან შეუერთდა CES-ის გუნდს და ნაზი ჭავჭავაძესთან და დავით ბაკურაძესთან ერთად წარუძღვება " ხმის ინჟინერიის " კურსს.
ნიკა ჭავჭავაძე
CES-ის კურსდამთავრებული,ხმის ინჟინერი, ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი და Ableton Live-ის ექსპერტი, ნიკა ჭავჭავაძე, ბოლო 10 წლის განმავლობაში თანამშრომლობს CES-თან და უძღვება " Ableton Live"- ის კურსს.
ბენ უილერი
მოდულარული სინთეზატორი და ხმის დიზაინი / მოდულარული სინთეზატორის მეორე ეტაპი: თეორია და კომპოზიცია
ბენ უილერი გახლავთ მუსიკოსი, კომპოზიტორი და ეთნომუსიკოლოგი ამერიკიდან. ის არის Mountains of Tongues- ის თანადამფუძნებელი. ბენი თანამშრომლობს CES-თან ბოლო 4 წლის განმავლობაში, ასწავლის კურსებს " მოდულარული სინთი & ხმის დიზაინი " და " მოდულარული სინთის მეორე ეტაპი: თეორია და კომპოზიცია " .
ნაზი ჭავჭავაძე
ნაზი ჭავჭავაძე, კომპოზიტორი, ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი, პერკუსიონისტი და ხმის ინჟინერი, CES-ის მრავალი კურსის დამთავრებული,თანამშრომლობს CES Records-თან და ასევე გახლავთ MokuMoku-ს ჯგუფის წევრი. ის ახლახან შეუერთდა CES-ის გუნდს და ალექსანდრე ხოხიაშვილთან და დავით ბაკურაძესთან ერთად უძღვება " ხმის ინჟინერიის " კურსს.
ჯაბა შავიშვილი
ჯაბა შავიშვილი, მუსიკალური ჟურნალისტი, რადიო წამყვანი და ციფრული მედიის სპეციალისტია. ციფრულ და მუსიკალურ ინდუსტრიაში 15 წლიანი წარმატებული კარიერით, თავის გამოცდილებას უზიარებს კურსის "მუსიკის ინდუსტრია და ჟურნალისტიკა ციფრულ ერაში" სტუდენტებს თავის კოლეგა რეზი ხუნწელიასთან ერთად.
დავით ბაკურაძე
დავით ბაკურაძე, CES-ის კიდევ ერთი წარჩინებული კურსდამთავრებულია, მას აქვს წარმატებული კარიერა, როგორც მასტერინგის ინჟინერს. ის სულ ახლახანს შეუერთდა CES-ის გუნდს და ნაზი ჭავჭავაძესთან და ალექსანდრე ხოხიაშვილთან ერთად ხმის ინჟინერიის პროგრამას წარუძღვება მიქსინგის და მასტერინგის მიმართულებით.
ნიკა კოჩაროვი
ნიკა კოჩაროვი, მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერი, Young Georgian Lolitaz, Z for Zulu-ს ფრონტმენი. ნიკა უკრავს გიტარაზე, ბას გიტარაზე, დრამზე და კლავიშზე. ის არის CES-ის გუნდის ერთ-ერთი პირველი წევრი. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ის კვლავ შეუერთდა ჩვენს გუნდს კურსით " მუსიკის წარმოება (სიმღერის შექმნის მინიშნებით) " .
ვა ხო ნოზაძე
ვახო ნოზაძეს სასცენო სახელია Vaxy. ის 3 წელია რაც თანამშრომლობს CES-თან და ეხმარება ახალგაზრდა მუსიკის ენთუზიასტებს DJ-ობის შესწავლაში.
ქეთათო ნერგაძე [LUA]
ქეთათო ნერგაძე ( Lua ) 24 წლის მუსიკოსია, რომელმაც საავტორო სიმღერებისწერა და შესრულება 14 წლის ასაკში დაიწყო. 2018 წელს მან მონაწილეობა მიიღო Tbilisi Newcomers-ში, სადაც მოპოვებულმა წარმატებამ მისცა შანსი დაეკრა Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე. ამას მოჰყვა სხვა მრავალი ფესტივალი და კონცერტი. 2020 წელს ლუას სინგლი “Hip Hip” ISC international songwriting competition-ის ფინალისტების სიაში მოხვდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ იგი გახდა ELECTRONAUTS-ის გამარჯვებული.
რეზი ხუნწელია
ანთროპოლოგი, მუსიკალური კრიტიკოსი და მუსიკალური ჟურნალისტი-რეზი ხუნწელია,10 წლიანი კარიერით ქართულ მუსიკის ინდუსტრიაში. ის აქტიურად წერს მუსიკის შესახებ სხვადასხვა წამყვანი მუსიკალური ჟურნალებისა და ბლოგებისთვი. რეზი ჯაბასთან ერთად უძღვება კურსს "მუსიკის ინდუსტრია და ჟურნალისტიკა ციფრულ ერაში" .
ქეთევან ჩიტაძე
ქეთევან ჭიტაძე, მუსიკათმცოდნე და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორია, წარმატებული კარიერით. ქეთი უძღვება "მუსიკის თეორიის საფუძვლების" აკადემიურ პროგრამას CES-ში.
დათო მესხი
დათო მესხი, ფოტოგრაფი, მრავალგზის ჯილდოს მფლობელი დოკუმენტური ფილმის „როცა დედამიწა მსუბუქია“ -ს თანაავტორი. მესხის ნამუშევრები წარმოდგენილია როგორც სოლო, ასევე ჯგუფურ გამოფენებზე ევროპის წამყვან მხატვრულ პლატფორმებზე, როგორიცაა პარიზის ფოტო, ფრანკფურტის გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი, ბრაუნსფელდერის საოჯახო კოლექცია კელნში, ლონდონის Calvert 22 ფონდი, რობერტ კაპას თანამედროვე ფოტოგრაფიის ცენტრი ბუდაპეშტში, Biennale de, la Photographie de Mulhouse და საქართველოს ეროვნული მუზეუმი. დავით მესხი ცხოვრობს და მუშაობს თბილისსა და ბერლინში.
მირიან კულულაშვილი
მირიან კულულაშვილი ერთ-ერთი პირველი ე.წ. Entertainment Law -ს იურისტია, რომელსაც ზურგს საავტოროდა მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის სფეროში 11 წელზე მეტი მუშაობის სტაჟი უმაგრებს. მას აქვს მაგისტრის ხარისხი როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე ნიდერლანდების ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის, Radbaoud University-ის.
დღესდღეობით იგი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე
კვალიფიციურ საავტორო უფლებების იურისტს ქართულ
მუსიკალურ ინდუსტრიაში. მას გამოქვეყნებული აქვს სტატიები
საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის
შესახებ.
ჩილ| Chil One
ჩილ| Chil One - პიონერი ქართველი გრაფიტი მწერალი 16 წლიანი გამოცდილებით.
„ფაბრიკაფიტი“ ფესტივალის და გრაფიტი „ბეთლების“ თანაორგანიზატორი, გრაფიტი სკოლის დამფუძნებელი და მენტორი. ქართული ანბანის გრაფიტის ტანსაცმლის სერიის ავტორი.
ის მზად არის სტილების მრავალფეროვნების, გრაფიტის ფუნდამენტების ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად.