დრამის კურსი CES-ში
- cestbilisi
- 13 hours ago
- 1 min read

ვართ მოხარული წარმოგიდგინოთ დიმიტრი ოგანესიანის დრამის კურსი CES-ში.
კურსის მოკლე აღწერა:
დრამის კურსი განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისთვის 16 წლის ასაკის მაღლა.
დრამის კურსის პირველი ნაბიჯები დრამპედის მეშვეობით ჩატარდება. პედზე შეისწავლით სპეციალურ ხელის ვარჯიშებს რაც შემდგომ გამოგადგებათ დრამზე დაკვრის შესასწავლად. თავად დრამზე დაკვრას ეტაპობრივად შეუდგებით, რომელზეც გააკეთებთ სავარჯოშოებს და შეისწავლით რიტმს.
კურსის განმავლობაში მოხდება დრამის ნოტებისა და დამწერლობის შესწავლა, შეძლებთ ნოტების კითხვას.
დრამის კურსი მოიაზრებს კვირაში ერთ გაკვეთილს პედაგოგთან და ერთ დამოუკიდებელ ვიზიტს სტუდიაში დრამზე სამეცადინოდ.

დიმიტრი ოგანესიანი 6 წლის ასაკიდან უკრავს დრამზე, ის 9 წლის იყო როდესაც შეუერთდა საბავშვო ანსამბლ „გვირილას“ და მას შემდეგ დღემდე აგრძელებს წარმატებულ კარიერას როგორც დრამერი.
ის უკრავდა ბენდებში: Alexander Garden; Mdzime Jvari; Vneba; Nebo CCCP; Z for Zulu; Young Georgian Lolitaz; Edhid და Lady Heroine.
დიმიტრი 30 წლიან დრამის სწავლების გამოცდილებას ფლობს.
პედაგოგი: დიმიტრი ოგანესიანი
ხანგრძლივობა: 3 თვე (მოიცავს 12 შეხვედრას პედაგოგთან და ასევე 12 დამოუკიდებელ ვიზიტსსტუდიაში დრამზე სამეცადინოდ).
კურსის ღირებულება: 900 ლარი (ნაწილდება 3 სასწავლო თვეზე)
CES-ში დრამის სტუდენტების რაოდენობა უაღრესად შეზღუდულია.



Comments