top of page

მუსიკის თეორიის საფუძვლები

118397915_3199852903403164_1251801933940894242_o.jpg

პედაგოგი: ქეთი ჭიტაძე

ხანგრძლივობა: 6 თვე

საათები: კვირაში 4 საათი 

ფასი: 1740 ლარი

ენა: ქართული 

მსგავსი კურსები: Ableton Live   / მუსიკის წარმოება (სიმღერის შექმნის მინიშნებით) /  სიმღერის შექმნა და მუსიკის წარმოება

მუსიკის თეორიის საფუძვლები 6 თვიანი პროგრამაა, კურსის განმავლობაში სტუდენტები დახვეწავენ სმენას, შეისწავლიან მუსიკის საბაზისო ელემენტებს, ტონალური სისტემის საფუძვლებს, მიკრო- და მაკროდონეზე ანალიზს გაუკეთბენ მუსიკის კლასიკურ ნიმუშებს, ასევე გაეცნობიან მუსიკალური დამწერლობის კლასიკურ და თანამედროვე მეთოდებს. 

კურსი კომპლექსური მეთოდების დახმარებით მიზნად ისახავს ძირითადი ინფორმაციის მიწოდებას მუსიკის განვითარების სხვადასხვა ეტაპის შესახებ: ანტიკური პერიოდი, შუასაუკუნეები, აღორძინება, ბაროკო, კლასიციზმი, რომანტიზმი და მეოცე საუკუნის ძირითადი სააზროვნო პრინციპები. 

1. ბგერა და ობერტონების სისტემა 

2. ანტიკური ეპოქის მუსიკა 

3. მუსიკალური წყობები 

4. შუა საუკუნეების მუსიკა 

5. სანოტო დამწერლობა 

6. მეტრი, რიტმი, ტაქტი, ზომა, ტემპი 

7. ინტერვალები 

8. აღორძინების პერიოდის მუსიკა 

9. კილო და ტონალობა 

10. ბაროკოს პერიოდის მუსიკა 

11. აკორდები 

12. კლასიციზმი 

13. ფუნქციონალური სისტემა 

14. აკორდების ჰარმონიული და მელოდიური შეერთება 

15. რომანტიზმი 

16. სეპტაკორდები 

17. მონათესავე ტონალობები 

18. მოდულაცია 

19. იმპრესიონიზმი 

20. ტრადიციული ფორმები 

21. ექსპრესიონიზმი და თავისუფალი ატონალობა 

22. ოსტინატო 

23. დოდეკაფონია და ტოტალური სერიალიზმი 

24. ალეატორიკა 

25. სონორისტიკა 

26. რეპეტიტიული მინიმალიზმი 

 

პრაქტიკული ნაწილი: 

რიტმული სავარჯიშოები, სოლფეჯირება, მელოდიის ჩაწერა (კარნახი),

სმენითი და მუსიკალური ტექსტის ანალიზი, აკორდული თანმიმდევრობების შექმნა და დაკვრა.

bottom of page