top of page

სიმღერის შექმნა და
მუსიკის წარმოება

106987993_3038876072834182_3714718703542015837_n.png
Natalie Beridze

პედაგოგები: ნატალია ბერიძე / ნიკა მაჩაიძე

ხანგრძლივობა: 3 თვე

საათები: კვირაში 4 საათი

ფასი: 1140 ლარი

ენა: ქართული / ინგლისური

მსგავსი კურსები: Ableton Liveხმის ინჟინერია / მუსიკის წარმოება (სიმღერის შექმნის მინიშნებით)

კურსის მონაწილე უნდა ეუფლებოდეს რომელიმე მუსიკალურ პროგრამას, როგორიცაა  Ableton Live / FL / Logic pro / Cubase...

3 თვიანი კურსი აგებულია თანამედროვე მუსიკის წარმოებაზე, 

მუსიკალური კომპოზიციის / ტრეკის  ნოლიდან აწყობაზე და 

პროდუსირებაზე. კურსი მოიცავს როგორც ელექტრონულ, თანამედროვე, 

კლასიკურ, პოპ, ან კინო მუსიკის ჟანრს, ასევე სიმღერის წერას და სხვა 

ექსპერიმენტულ მიმდინარობებს, რომელიც უფრო საინტერესოს გახდის 

ჩვენი ინდივიდუალური ბგერის აღმოჩენას და შემეცნებას.

ლექცია 1
ერთმანეთის გაცნობა / ერთმანეთის  მუსიკის მოსმენა.

ლექცია 2
კლასში სამუშაო:
ნატალია და ნიკა წარმოადგენენ წინასწარ მომზადებულ რამოდენიმე ლუპზე მელოდიის აწყობას, რის შემდეგაც აშორებენ ლუპს და აწყობილი მელოდიის მიხედვით იწყებენ ლუპში არსებულიჰარმონიისგან განსხვავებული ჰარმონიის შექმნას.
დავალება:
სტუდენტი ირჩევს სასურველ ლუპს და წარდგენილ სამუშაოს ახორციელებს დამოუკიდებლად მომდევნო ლექციამდე.

ლექცია 3
დავალების მოსმენა და ანალიზი.
კლასში სამუშაო:
ლექცია ფოლკიდან ელექტრომდე და ტექნომდე.
დავალება:
2 ლექციაზე დაწყებული ტრეკის დასრულება, არანჟირება.

ლექცია 4

დავალების მოსმენა და ანალიზი.
კლასში სამუშაო:
ვუსმემთ რაიხის ტრანსკრიფციაზე დაყრდნობილ ნაწარმოებს და ვიწერთ საკუთარ საუბარს დავაჩვენებთ პატარა მონაკვეთზე თუ როგორ ხდება ნებისმიერი ბგერის მუსიკალურ ბგერად ქცევა- ანუტრანსკრიფცია.
დალებაა:
სტუდიაში წარმოებული ჩანაწერის დაჭრა ლუპებად, პროგრამაში დალაგება და რომელიმე მათთვის სასურველი ინსტრუმენტით (midi) მათი გაშიფრვა.

ლექცია 5
დავალების მოსმენა და ანალიზი.

კლასში სამუშაო:
ტრანსკრიფციის დავალებაზე ჰარმონიის და ფროდაკშენის გაკეთება.
ვმუშაობთ კლასში. 

დალებაა:

შემდგომი ლექციისთვის ტრეკის სახლში დასრულება.


ლექცია 6

დავალების მოსმენა და ანალიზი.

კლასში სამუშაო:

საკლასო სტუდიაში ვიწერთ ოთახში არსებული ნივთების ხმებს და ვქმნით sound ბანკს, რომელსაც ვიყენებთ როგორც ერთადერთ წყაროს ტრეკის ასაწყობად. 

დავალება: წარდგენილ სამუშაოს დამოუკიდებლად ახორციელებენ სტუდენტები.


ლექცია 7

დავალების მოსმენა და ანალიზი.

კლასში სამუშაო:

ჯგუფი წყვილდება და ერთმანეთს უზიარებს იმ სტემებს, რომლებიც მეექვსე ლექციის ტრეკშიგამოიყენეს, ანუ ხდება ერთმანეთის Sound Bank-ის გაცვლა. 

დავალება:

ყველა აკეთებს ამჯერად მათი კურსელის არჩეულ ხმებზე დაყრდნობით ტრეკს.

ლექცია 8

დავალების მოსმენა და ანალიზი.

კლასში სამუშაო:
დრამატურგია მუსიკაში, კინოში.
კლასში ვეცნონით მაგალითებს-ნარატიულ მუსიკას, რომელიც ცალსახად დაყრდნობილიამსმენელისთვის ამბის კადრების გარეშე მოყოლაზე.
ვირჩევთ ამბავს ან ზღაპრს.

დავალება:
სტუდენტებს ევალებათ მათი შერჩეული ზღაპრის მუსიკალურად მოყოლა.
თავდაპირველად ზღაპარში არსებული ყოველი გმირისა თუ გარემოსთვის ხმების შერჩევით ვიწყებთ.

 

ლექცია 9

დავალების მოსმენა და ანალიზი.

კლასში სამუშაო:

ვიწყებთ შერჩეული ხმების - ანუ გმირების გაცოცხლებას / ამბის მოყოლას. ამ მუსიკალურნაწარმოებს უნდა ჰქონდეს ძლიერი ნარატიული მხარე და დრამატურგია. 

დავალება:

გავნაგრძობთ ტრეკზე მუშაობას.

ლექცია 10

კლასში სამუშაო:

Jam Session. სასწავლო სტუდიაში მოგვაქვს ინსტრუმენტები ან უბრალოდ მიდი კლავიატურები დალეპტოპები და ვიწერთ იმპროვიზირებულ, კოლექტიურ სესიას. ამის მიზანია ერთმანეთის მოსმენისშეძლება და საინტერესო მუსიკალური მასალის დაგროვება. 

დავალება: 

ჩანაწერის მოსმენა და მისგან ინდივიდუალური ტრეკის გაკეთება.

ლექცია 11

დავალების მოსმენა და ანალიზი.

კლასში სამუშაო:

ვასრულებთ დავალებებს და ვიწყებთ ჩვენთვის სასურველი ტრეკის წერას- ისე, როგორც აქამდევწერდით. 

დავალება: 

ახალი ტრეკის დასრულება.

ლექცია 12

დავალების მოსმენა და ანალიზი.

კლასში სამუშაო:

ვიწყებთ წინა კვირის ტრეკების სტილისტურად დაჯგუფებას და დაშლას - ანუ ვცვლითსტილისტურად (თუკი ტრეკი ემბიენთი იყო, მისი შემადგენელი კომპონენტებისგან ვაკეთებთსიტყვაზე ნოიზს, ან ჰიპ-ჰოპს) ამ დავალების მიზანია გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და მოვსინჯოთ ძალები ჩვენთვის უჩვეულო მუსიკალურ ჟანრებში.

დავალება: 

ვმუშაობთ ტრეკზე.


ლექცია 13

დავალების მოსმენა და ანალიზი.

კლასში სამუშაო:

ლექცია-კოლაჟი ხელოვნებაში და მუსიკაში.
დავალება:

ავირჩიოთ სხვადასხვა კომპოზოტორის დაწერილი სასურველი ნაწამოები და დავჭრათ, ამამოჭრილი სემპლებისგან დავწეროთ საკუთარი ტრეკი.


ლექცია 14

დავალების მოსმენა და ანალიზი.

კლასში სამუშაო:

“legal theft”- განვავრცობთ წინა ლექციის თემას-მიკრო სემპლინგი, სხვისი მუსიკის გამოყენება როგორც ციტატების.

დავალება:

ვიყენებთ და ვამუშავებთ სხვისი მუსიკის სემპლებს ისეთი ოსტატობით, რომ ტრეკში შეუძლებელიიყოს მათი ამოცნობა. 


ლექცია 15

კლასში სამუშაო:

გუნდი: კლასში ვიწერთ ქრომატიული გამის პრინციპით (ყოველ ნახევარ ტონზე) თითოეულისტუდენტის მიერ ოქტავაში ნამღერ საყვარელი კომპოზიტორების სახელებს. ამ ჩანაწერის გამოყენებით ნატალია და ნიკა გაჩვენებენ ქორალის-გუნდის აწყობის პრინციპს. 

დავალება: 

ლექციაზე წარდგენილი ტექნიკით ჩანაწერიდან სასურველი ჰარმონიული განვითარების გუნდის (მრავალხმიანობის) აწყობა. 


ლექცია 16

დავალების მოსმენა და ანალიზი.

კლასში სამუშაო:

ვისმენთ გაკეთებულ გუნდებს და გადავდივართ შემდეგ დავლებაზე. ვაჩვენებთ ამ ჰარმონიისგანვითარებას ტრეკში (ინსტრუმენტების ან რიტმის დამატება) არანჟირებისგაკეთება(ფროდაქშენს).

დავალება:

ტრეკის სრულყოფაში მოყვანა.

 
ლექცია 17

დავალების მოსმენა და ანალიზი.

კლასში სამუშაო:

ლექცია კინო მუსიკაზე. როგორ შევცვალოთ გამოსახულება მუსიკით. 

დავალება:

დავალებას ირჩევენ სტუდენტები 1. ფილმის ეპიზოდის ყრუ სცენისთვის მუსიკის შექმნა. 2. ფილმისტრაილერის მუსიკისა და ხმის დიზაინის შექმნა.


ლექცია 18

დავალების მოსმენა და ანალიზი.

კლასში სამუშაო:

Hip Hop აკაპელაზე ფროდაქშენის გაკეთება კლასში. 

დავალება: 

არსებული დავალების სისრულეში მოყვანა.


ლექცია 19

დაპატიჟებული ლექტორი. ფორმატი Q&A.


ლექცია 20

კლასში სამუშაო:

ვოკალი მუსიკაში. ვისმენთ სხვა და სხვა ჟანრის ვოკალურ ნაწარმოებებს. ვსაუბრობთ მუსიკალურიტრეკის და სიმღერის დრამატურგიულ და მუსიკალურ სხვაობებზე. ვსაუბრობთ სიმღერის წერის სხვადა სხვა ტექნიკაზე. 

დავალება: 

ამ სხვა და სხვა ტექნიკიდან გამომდინარე ყველა იწყებს სიმღერის წერას - იმ ტექნიკით რომელიცდააინტერესებს.


ლექცია 21

კლასში სამუშაო:

ტექსტზე მუშაობა და სიმღერის ტექსტის დაწერის სხვა და სხვა ტექნიკა.

დავალება:

 დაწყებული დავალების (სიმღერის) დასრულება.


ლექცია 22

დავალების მოსმენა და ანალიზი.

კლასში სამუშაო:

Music Cover ნატალია და ნიკა არჩევენ 2 კომპოზიციას და წარადგენენ ქავერის შექმნის ტექნიკებსა და პროცესებს.

დავალება: 

სასურველი სიმღერის ქავერის შექმნა.


ლექცია 23

შემაჯამებელი ლექცია - Q & A


ლექცია 24

Jam session - მუნჯი ფილმის გახმოვანება.

bottom of page