top of page

CES X BLOOM Music
მუსიკალური ბიზნესის მენეჯმენტი

Course Poster.png

პედაგოგთა გუნდი: თევდორე მაყაშვილი / ჯაბა შავიშვილი / მირიან კულულაშვილი

ხანგრძლივობა: 2 თვე

საათები: კვირაში 4 საათი

ფასი: 800 ლარი

ენა: ქართული

მსგავსი კურსები: მუსიკის ჟურნალისტიკა თანამედროვე ინდუსტრიაში

კურსის აღწერა:

დღევანდელ სამყაროში, მუსიკალური ინდუსტრია კიდევ უფრო ფართოა, ვიდრე ეს თუნდაც 20 წლის წინ იყო. დღეს იგი მულტიმილიარდიანი ინდუსტრიაა, რომელიც მილიონობით განსხვავებული პროფესიის ადამიანს მოიცავს.  ციფრულმა რევოლუციამ ყველაფერთან ერთად აღნიშნული ინდუსტრიის სტრუქტურა და მოქმედების მეთოდებიც შეცვალა. შესაბამისად, ამ დარგის უამრავ პროფესიონალსაც ახალ მოდელთან მოუწია ადაპტაცია - აღნიშნულ ინდუსტრიაში წარმატების მიღწევა კი უამრავი ადამიანის სურვილია.

საქართველოში შეიძლება ითქვას, რომ მუსიკალური ინდუსტრიის ტრანზიციის პირველ ეტაპზე ვართ. ბოლო 10 წლის განმავლობაში დაწყებულმა გარდაქმნებმა და აქტიურობამ ბევრი მიმართულებით შედეგი გამოიღო, დარჩენილ ნაწილში კი კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

კურსი „მუსიკალური ბიზნესის მენეჯმენტი“ მიზნად ისახავს მუსიკით დაინტერესებული ადამიანები მუსიკალური ინდუსტრიის პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში ხელის შეწყობას, მათთვის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარებით - შეისწავლონ თუ რას მოიცავს თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრია და რა გამოწვევების წინაშე დგას იგი, რა საჭიროებები დგას მუსიკოსის წინაშე და როგორ ეხმარება მას არტისტ მენეჯერების გუნდი მიზნების მიღწევაში, როგორ შეიძლება მუსიკოსმა თავად მართოს საკუთარი კარიერა და მოახდინოს შემოსავლების გენერირება, რა უნარების განვითარება სჭირდება მას ამისთვის.

კურსის განმავლობაში დაიფარება მუსიკალური ინდუსტრიის ისეთი საბაზისო საკითხები, როგორიცაა მუსიკის ინდუსტრიის ლეგალური, ფინანსური, მარკეტინგული, ეთიკური და შემოქმედებითი ნაწილები. კურსის დასრულების შემდეგ კი სტუდენტებს გამომუშავებული ექნებათ ყველა ის პრაქტიკული უნარი და თეორიული ცოდნა, რაც დაეხმარებათ მუსიკალურ ინდუსტრიაში შესაფერისი კარიერული ინტერესების მოძიებაში, როგორც ლოკალურად, ასევე გლობალურად.

 

ვისთვის არის განკუთვნილი აღნიშნული კურსი?    

აღნიშნული კურსი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩართულია ან აპირებს ჩაერთოს მუსიკალურ ინდუსტრიაში სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება ლეიბლის, არტისტ მენეჯერის, ბუქერის, ლაივ ინდუსტრიის წარმომადგენლის პოზიციებზე. ასევე აღნიშნული კურსი განკუთვნილია მუსიკოსებისთვის, რომლებსაც სურთ უკეთ გაერკვნენ თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრიის ფუნქციონირების სრულ პროცესში, დაწყებული მუსიკალური შემოქმედების რეალიზაციით, დამთავრებული უფლებების მართვით და შედეგად, ეფექტურად მართონ საკუთარი კარიერა.

 

რას ისწავლით კურსის განმავლობაში?

  • მუსიკალური ინდუსტრიის და მისი სექტორების სტრუქტურას და დინამიკას

  • საავტორო და მომიჯნავე უფლებების განხორციელებას და მუსიკალური კონტენტის მონეტიზაციის და პოპულარიზაციის გზებს ინტერნეტის ეპოქაში

  • მუსიკალური ინდუსტრიის მოთამაშეების: ფაბლიშერების, ლეიბლების, ბუქერების და ა.შ. საქმიანობის სპეციფიკას და მათთან თანამშრომლობის პერსპექტივებს.

  • სამუშაო ცოდნას მუსიკალურ ინდუსტრიაში კონტრაქტების, კანონმდებლობისა და ინოვაციური ბიზნეს პრაქტიკის შესახებ, მუსიკის მენეჯმენტის, მუსიკის გამოცემის, ცოცხალი ღონისძიებების სექტორში.

  • საერთაშორისო მუსიკალური ბაზრების მოდელს.

  • უახლეს ტაქტიკას და ინსტრუმენტებს მუსიკოსის წარმატებული ბრენდინგისა და სოციალური მედია მარკეტინგისთვის.

  • ღონისძიების მენეჯმენტს და ტურის დაგეგმვას.

  • არტისტის გუნდში ძირითადი ფუნქციებისა და მოვალეობების განსაზღვრას.

  • შემსრულების აღჭურვილობისა და რაიდერის გაცნობას.

  • ჩაწერილი მუსიკის ბაზარზე გატანის და დისტრიბუციის შესაძლებლობას.

  • მუსიკალური პროექტების მართვას.

bottom of page