top of page

მუსიკის ჟურნალისტიკა თანამედროვე ინდუსტრიაში

422864198_300317502664936_6327918852325835767_n.png

პედაგოგი: ჯაბა შავიშვილი 

ხანგრძლივობა: 2 თვე

საათები: კვირაში 4 საათი 

ფასი: 660 ლარი

ენა: ქართული 

მსგავსი კურსები: Ableton Live   / მუსიკის წარმოება (სიმღერის შექმნის მინიშნებით) / სიმღერის შექმნა და მუსიკის წარმოება

კურსის შესახებ:

მუსიკა და თანამედროვე მედია ორი დამოუკიდებელი, თუმცა ერთმანეთ-თან მჭიდროდ დაკავშირებული სფეროებია. ასე დაიწყო XX საუკუნის მეორე ნახევრიდან და გრძელდება დღესაც. ბოლო 20 წლის განმავლობაში, ინტერნეტის და შესაბამისად ციფრული ჟურნალისტიკის 

გამოჩენასთან ერთად, მუსიკაზე წერამ და საჯაროდ საუბარმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 

სხვადასხვა მუსიკოსის კარიერაში და ზოგადად მუსიკალურ ინდუსტრიაში. აქტიური სცენის პარალელურად, 

მუსიკის ჟურნალისტიკის მნიშვნელობა დღეს გაზრდილია საქართველოშიც - სწორედ ამ 

გამოწვევის საპასუხოთ შეიქმნა აღნიშნული

კურსიც.

 

რას ისწავლით კურსზე:
კურსი „მუსიკის ჟუნრალისტიკა თანამედროვე ინდუსტრიაში“ 

დაგეხმარებათ მიიღოთ თეორიული და პრაქტიკული მომზადება მუსიკის ჟურნალისტიკის მიმართლებით და 

გაეცნოთ როგორ მუშაობს თანამედროვე ინდუსტრია, გამოიმუშავოთ უნარები სხვადასხვა 

ფორმატის მუსიკალური ისტორიების გასაშუქებლად ციფრულ მედიაში - მათ შორის მუსიკალური 

ღონისძიებების გაშუქების, მუსიკოსებთან ინტერვიუების და მიმოხილვების საშუალებით.

ვისთვის არის ეს კურსი:
კურსი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირველ რიგში უყვართ მუსიკა, აინტერესებთ უფრო მეტის გაგება და რიგით მსმენელის პოზიციის გარდა, სურთ დამატებით 

ძალები მოსინჯონ მუსიკის ინდუსტრიაში.

DOA-ს შესახებ:

კურსის ბაზაზე უკვე 3 წელია ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი გამოცემა - Dancing On

Architecture, რომელიც რეგულარული აქტივობებით ცდილობს გაამრავალფეროვნოს ქართული 

მუსიკალური სივრცე.


კარიერის შესაძლებლობები:

კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა 

და პრაქტიკული უნარები იმისთვის, რათა ჩაერთონ და დასაქმდნენ 

მუსიკის ინდუსტრიის ინოვაციურ მიმართულებებში: მუსიკალურ

გამომცემლობებში, რადიოში ან დაგროვილი ცოდნა გამოიყენონ 

მომიჯნავე სფეროებში.
 

სალექციო თემების სია:

1.      მუსიკის ფსიქოლოგიური ბუნება და გავლენა საზოგადოებაზე

2.      ტექნოლოგიური პროგრესი და მუსიკა

3.      მუსიკაზე წერა სოციო-კულტურული პერსპექტივიდან

4.      მუსიკა და პოპ კულტურა l მუსიკოლოგია vs კრიტიკა vs ჟურნალისტიკა

5.      მუსიკის ჟურნალისტიკის ევოლუცია 1800-იანი წლებიდან დღემდე

6.      თანამედროვე მუსიკის ჟურნალისტიკის ტიპები და მედიუმები

7.      ციფრული ჟურნალისტიკის ეკოსისტემა და ბიზნესმოდელი

8.      როგორ დავწეროთ მიმოხილვები?

9.      ინტერვიუს ტექნიკები მუსიკის ჟურნალისტიკაში

10.   ქართული პოპულარული მუსიკა 1940 - 1970

11.   ქართული პოპულარული მუსიკა 1970 - 2000

12.   ქართული პოპულარული მუსიკა 2000 - დღემდე

13.   თანამედროვე მუსიკის ინდუსტრიის სტრუქტურა და ელემენტები

14.   ციფრული მუსიკის სერვისები და გავლენა ჟურნალისტიკაზე

15.   მუსიკა რადიოში, TV-ში, თამაშებსა და VR-ში

16.   კარიერის შესაძლებლობები და მუსიკის ჟურნალისტიკის მომავალი

bottom of page