მოძრავი გამოსახულება:
ანიმაციის შესავალი
პედაგოგი: თათა მანაგაძე
ხანგრძლივობა: 2 თვე
საათები: კვირაში 2 ლექცია
ფასი: 900 ლარი
ენა: ქართული
მსგავსი კურსები: გრაფიკული დიზაინის ანბანი / გრაფიკული დიზაინის მეორე ეტაპი
კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს ანიმაცია, როგორც ვიზუალური გამოხატვის ფორმა და მოძრავი გამოსახულების სახელოვნებო მედიუმი. კურსი წარმოადგენს შესავალს 2D ანიმაციის თეორიასა და პრაქტიკაში. მონაწილეები გაეცნობიან ანიმაციის ისტორიას, ძირითად პრინციპებს, ტექნიკებსა და თანამედროვე მიმართულებებს. თეორიული ცოდნის პარალელურად, პრაქტიკული დავალებების საშუალებით, თითოეული სტუდენტი შექმნის საკუთარ მოკლე ანიმაციურ ნამუშევარს, რომელიც კურსის დასრულების შემდეგ წარმოდგენილი იქნება საერთო ჩვენების / გამოფენის ფორმატში.
კურსის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან:
ანიმაციის ზოგად ისტორიას:
-
მოძრავი გამოსახულების საწყისები;
-
ადრეული ოპტიკური ხელსაწყოები;
-
ანიმაციის სხვადასხვა ტექნიკა და მათი განვითარების ისტორია;
-
სხვადასხვა სახელოვნებო მიმდინარეობებისა და ანიმაციის გადაკვეთა;
-
ანიმაციისა და კინოს შედარება - განსხვავებები და თანაკვეთა (მაგალითები);
-
ქართული ანიმაციის ისტორია;
-
დღევანდელი სიტუაციის აღწერა ქართულ ანიმაციაში - სტუდიები, ფესტივალები;
თანამედროვე ქართული ანიმაციური ფილმების ჩვენება .
ანიმაციური ინტერფეისები:
-
ანიმაციური პროგრამების ინტერფეისის გაცნობა (TVPaint, ToonSquid, Procreate)
-
ანიმაციური პროგრამის საბაზისო ფუნქციები: დროითი სტრუქტურა (Timeline), კადრები (Frames), კადრების სიხშირე (FPS) და შრეები (Layers).
-
ანიმაციის 12 პრინციპის გაცნობა
-
საწყისი პრაქტიკული სავარჯიშოები
ანიმაციის 12 პრინციპების პრაქტიკული გამოყენება - მარტივი ფორმების ანიმირება
თანამედროვე ანიმაციის მიმართულებები:
-
ექსპერიმენტული ანიმაცია
-
მუსიკა და ანიმაცია
-
მოკლემეტრაჟიანი ფილმების ანალიზი
-
ანიმაციის 12 პრინციპის გამოყენება (სიარულის ციკლი)
ტექნიკები:
-
ვიზუალური რიტმი და მოძრაობა კადრში
-
კადრირებისა და კომპოზიციის მნიშვნელობა
-
ხედების კლასიფიკაცია
-
გამოსახულების სიღრმე
-
ნამუშევრის კონცეფციის განვითარება
-
ტექნიკისა და ვიზუალური სტილის შერჩევა
ინდივიდუალური კონსულტაციები
ნამუშევრების წარმოება:
-
ანიმირება
-
ამოხატვა
-
მონტაჟისა და ექსპორტის საფუძვლები
ინდივიდუალური კონსულტაციები
-
საბოლოო რენდერი
-
ნამუშევრების პრეზენტაცია, საერთო ჩვენება ან გამოფენა
-
განხილვა

