13 სექტემბერს, 19:00-ზე, სიხარულით გვინდა მოგიწვიოთ "გრაფიკული დიზაინის მეორე ეტაპის" ახალი სასწავლო ჯგუფის საორიენტაციო შეხვედრაზე, სადაც კურსის დამფუძნებელი და პედაგოგი ლადო კობახიძე წარადგენს აკადემიურ პროგრამას.
პროგრამა გრაფიკული დიზაინის მეორე ეტაპი მოიცავს გრაფიკული დიზაინის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს. კურსის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან და დაეუფლებიან დიზაინის შემოქმედებით და ტექნიკურ მხარეს.
კურსის გასავლელად აუცილებელი კრიტერიუმია Photoshop-ის და illustrator-ის საბაზო უნარების ცოდნა!
გაკვეთილზე მოხდება სხვადასხვა თემატური სამუშაოს (workshop-ის ტიპის) განვითარება, რომლის ფარგლებში სტუდენტები იქნებიან ჩართული ინტერაქტიულ პროცესში. გაეცნობიან დიზაინის შემუშავების ეტაპებს, თუ როგორ ხდება დიზაინ დავალების (Design Brief-ის) შესწავლის და ანალიზის პროცესი, დამკვეთთან კომუნიკაციის წარმოება, პროექტის რა მნიშვნელოვან ასპექტებზე უნდა მოხდეს ყურადღების გამახვილება.თუ როგორ ხდება დიზაინის პროცესის დაგეგმვა, რა ეტაპებს მოიცავს პროექტზე სამუშაო დრო, პროექტის ეფეტურად განვითარებისათვის რამდენად მნიშვნელოვანია დამკვეთთან კომუნიკაცია და რა სახით / ფორმით წარიმართება აღნიშნული პროცესი.რა მნიშვნელობა აქვს იდეების გეგენრირების საწყის ფაზას და როგორ ხდება დიზაინ ფიქრის პროცესი, შთაგონების ამსახველი ფოტომასალის მოძიების და საკვანძო სიტყვების გამოყენების სახით. რა ეტაპებს მოიცავს ფორმის ძიების ფაზა, როცა ხდება იდეების ვიზუალურად განვითარების პროცესი, რა მნიშველობა აქვს ტრადიციულ და ციფრულ სამუშაო მიმართულებებს.თუ როგორ ხდება შემოქმედებითი პროცესის ტექნიკურად განვითარება (იდეის საწარმოო პროექტად გარდაქმნა), პროექტის ეფექტური მართვისათვის რა მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა საწარმოო თუ ტექნიკური საკითხის ცოდნას.რა მნიშვნელობა აქვს პრეზენტაციის უნარს და როგორ ხდება საპრეზენტაციო მასალის მომზადება და წარმართვა.
ხანგრძლივობა: 3 თვე დრო: 4 საათი კვირაში ფასი: 1290/990 ლარი (ფიზიკური / დისტანციური)
სწავლების ენა: ქართული
რეგისტრაციის გასავლელად და კურსის დეტალების გასაცნობად გვეწვიეთ აქ:
Comments