top of page

Denivarlevy-ს ვორკშოფი -"How Drums Talk in Hip-Hop" [18.12.25]

ree

18 დეკემბერს, 20:30-ზე, CES წარმოგიდგენთ ლევან ოქროპირიძის (Denivarlevy) ვორქშოფს — "How Drums Talk in Hip-Hop"


ვორქშოფზე ლევანი ისაუბრებს როგორც საკუთარ, ასევე იმ დიდ პროდიუსერების დრამ პარტიებზე, რომლებმაც ჰიპ-ჰოპის ჟღერადობა სამუდამოდ შეცვალეს.


ასევე განიხილავს თავის სახასიათო იმ ტექნიკებსა და გრუვებს, რომელთაც მის ნაწარმოებებში ვხვდებით.


ვისაუბრებთ სვინგზე, ბრეიქების გადამუშავებაზე, პარტიების "დამძიმებასა" და "გაცოცხლებაზე", სემპლინგზე, და დრამის კომპონენტების დაპგროგრამებაზე.


ვორქშოფზე დამსწრეები პირდაპირ იხილავენ რამდენიმე პროექტს Ableton-ში და ნახავენ თუ როგორ არის აწყობილი Denivarlevy-ს დრამ-პარტიები,


რა ლოგიკით ირჩევა დრამ-სემპლები და რა გავლენა იქონიეს კლასიკოსებმა ლევანის შემოქმედებაზე.


ვორქშოფის ბოლოს ლევი უპასუხებს თქვენ დასმულ შეკითხვებს და იქნება ლიმიტირებული დროის Open Mic


ლევან ოქროპირიძე (Denivarlevy) — 23 წლის პროდიუსერი, DJ, CES ხმის ინჟინერიის კურსდამთავრებული და Hip-Hop Production-ის ლექტორია.


ამჟამად ის SAE Frankfurt-ის Audio Production/ Sound Engineering ბაკალავრზე სწავლობს.



ვორქშოფზე დასწრება თავისუფალია.


Comments


  • Bandcamp
  • Facebook
  • instagram-clipart-black-and-white-15
  • soundcloud_2048_black
  • YouTube

ⓒ 2022 CES

bottom of page