"Knowledge" გიორგი ნონიაშვილის ჰიპ-ჰოპის გაკვეთილები CES-ში
- cestbilisi
- Oct 31
- 3 min read

Knowledge - ამბობენ, რომ ჰიპ-ჰოპი 4 ძირითადი ელემენტისგან შედგება: ემსინგი, პროდიუსინგი, ბრეიქდენსი, გრაფიტი. თუმცა, განათლება/“ნალიჯი“ ჟანრის თანდაყოლილი, ფუნდამენტური, უმნიშვნელოვანესი ცნება და ელემენტია - What The Culture Stands For. „ნალიჯის“ აფიშირებას საზოგადოებაში მისი ერთი შეხედვით პრაქტიკული, ხელშესახები გამოვლინების არ არსებობის გამო ვერ ახერხებენ. რეალობაში კი ჟანრში მიმდინარე თითოეული აქტივობა განათლების, ცოდნის გავლით აღიქმება და ფასდება. დროსთან ერთად კი კულტურის მოტივების სწორი გააზრება უფროდაუფრო მნიშვნელოვანი ხდება. ის უზრუნველყოფს კულტურის გაგრძელებასა და განვითარებას, ასწავლის ახალ თაობებს ჰიპ-ჰოპის წარსულს, მის ღირებულებებსა და მიმდინარე პროგრესს.
პირველად ფართო საზოგადოებაში „ნალიჯის“ მნიშვნელობისა და გარდაუვალი საჭიროების შესახებ მოძრაობა Universal Zulu Nation დამფუძნებელმა, ჟანრის ერთ-ერთმა პიონერმა და არქიტექტორმა, აფრიქა ბემბათამ მის მიერ ჩამოყალიბებული გაკვეთილების სერიაში The Infinity Lessons ფარგლებში ისაუბრა. ის თვლიდა, რომ ჰიპ-ჰოპის გლობალიზაციასთან და უნივერსალურობასთან ერთად, ქომიუნითიში საჭირო ხდებოდა ჟანრის ფესვების, იდენტობის, სოციალური დატვირთვის, ისტორიისა და ზემოხსენებული 4 ელემენტის შესახებ სწორი წარმოდგენის, აღქმის მქონე პირების არსებობა, რათა მათ გაეფართოვებინათ, ანდაც გაეცხრილათ მოძრაობა. მათ უნდა განესაზღვრათ განსხვავება ჰიპ-ჰოპ ქომიუნითისა და მეინსტრიმ საზოგადოებას შორის და გაევრცელებინათ „ნალიჯი“ - What The Culture Stands For.
აფრიქა ბემბათა: „პირი, რომელიც „ნალიჯის“ გარეშე რეპავს, ემსი ვერასდროს იქნება“.
ნელნელა ჟანრში „ნალიჯის“ მნიშვნელობა ყველამ გაიაზრა და აღიარა. ქრს-უანი (ზედმეტსახელად მასწავლებელი) ამბობდა: „რეპი არის მუსიკა, რასაც ჩვენ ვქმნით, ხოლო ჰიპ-ჰოპი ცხოვრების წესია“, - მიდგომა, დამოკიდებულება, წერტილი, საიდანაც კულტურის სწორი აღქმა ხდება.
Knowledge ჩამოგიყალიბებთ ანალიზისა და კრიტიკული აზროვნების უნარს. მიღებული ცოდნა მოგცემთ შედარება-შეპირისპირების საშუალებას, განივითარებთ მუსიკალურ ინტელექტს/გემოვნებას. შეძლებთ სწორად პოზიციონირება/თვითგამოხატულება/თვითრეალიზაციას, ნაწარმოებების გაშიშვლებასა და იდენტობების დაჭერას. ეს ყველაფერი კი დამწყები ემსიებისთვის, პროდიუსერებისთვის, დიჯეებისთვის, სელექტორებისთვის, მუსიკალური ჟურნალისტებისთვის/კრიტიკოსებისთვის ანდაც სწორად მოაზროვნე ჰიპ-ჰოპ თავებისთვის კრიტიკულად საჭირო ფუნდამენტია.
თავი 1:
- ჰიპ-ჰოპი როგორც ცხოვრების წესი
- აფრიქა ბემბათა- ძირითადი და დამატებითი ელემენტები
- უფროსი მუს. ჟანრების გავლენა ჰიპ-ჰოპის წარმოშობაზე
თავი 2:
- 1970-იანი წლების ბრონქსი, ნიუ-იორკი - სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა
- DJ Kool Herc-ის ბრეიქბით ტექნიკის პირველი გამოვლინება და წვეულებები
- Grandmaster Flash - ტექნიკური ინოვაციები
თავი 3:
- რეჩიტატივის ტექსტის სტრუქტურები და ტერმინები
- პროდიუსინგის სტილები და ტერმინები
თავი 4:
- ჰიპ-ჰოპის ოქროს ხანა, მარტივი რითმები
- ჰიტები, კომერციული წარმატება და რადიო/ტელევიზია
- Run D.M.C. Beastie Boys, Rick Rubin, Def Jam - სინთეზი როკთან.
თავი 5:
- ახალი სკოლის ჩამოყალიბება
- შეცვლილი თემატიკა, გაჩენილი აგრესია, პირველობისთვის ბრძოლა
- რაქიმის გამოჩენა და ჟანრის გარდატეხა, გართულებული ფლოუ
თავი 6:
- აღმოსავლეთის ჟღერადობები
- დასავლეთის ჟღერადობები
- სამხრეთის ჟღერადობები
თავი 7:
- ჰიპ-ჰოპის გლობალიზაცია
- მეინსტრიმი და ანდერგრაუნდი
- ინტერნეტის გავლენა და თავისუფლება
თავი 8:
- ჰიპ-ჰოპი დღეს, პოპკულტურა და ინტერნაციონალურობა
- ტრიბუნა და მსოფლიო ტენდენციების განკარგვა
- შენი ხმა მსოფლიოში
კურსის ხანგრძლივობა: 8 კვირა (თითო თავი - 1 კვირა) (2-3 საათი კვირაში) კურსის ფორმატი: ლექციები + პრაქტიკული/თეორიული ვორქშოპები + დისკუსიები.
საგანმანათლებლო მიზანი: სტუდენტებმა უნდა გაიგონ ჰიპ-ჰოპის ისტორიული, კულტურული და მუსიკალური მნიშვნელობა, შეძლონ ტექსტის ან მუსიკის ანალიზი და შემოქმედებითი აქტივობების განხორციელება.
კურსის გამორჩეულ სტუდენტებს გადაეცემათ სერიული ჰიპ-ჰოპ სემინარის flawless.sessions 3-თვიანი აბონემენტი. ეს სემინარები თქვენთვის დამატებითი გაკვეთილები იქნება. უფრო კონკრეტული თემებით და მათი სიღრმისეული ანალიზით. სასწავლო პროცესის დასრულებისას, სემინარის flawless.sessions ფარგლებში, გავმართავთ შემაჯამებელ ღონისძიებას, სადაც კურსის თითოეულ წარმომადგენელს საშუალება ექნება წარმოაჩინოს საკუთარი უნარები და გაგვიზიაროს მიღებული ცოდნა. იქნება ეს საავტორო კვლევა, ემსინგი, პროდიუსინგი, შერჩეული მასალის განხილვა, რეცენზია თუ აშ.
კურსის ღირებულება - 500₾

გიორგი ნონიაშვილის შესახებ:
გიორგი ნონიაშვილი. 34 წლის who goes by the name flawless. aka flawless.sense წარმოადგენს ჰიპ-ჰოპის ფუნდამენტურ ელემენტს - Knowledge. პიონერი კულტურაში. შესაბამისად, ქმნის პრეცედენტს.
15+ წელია ავრცელებს ინტელექტს, გემოვნებას, ხედვას და ესთეტიკას.
მისი აქტიური მოღვაწეობა 2012 წელს იწყება, როდესაც ქვეყანაში პირველი და ამ დრომდე მოქმედი ერთადერთი ქართულენოვანი, დამოუკიდებელი ჰიპ-ჰოპის წყარო - DHHN დააფუძნა. პლატფორმის ფარგლებში, ჟანრის მოყვარულებს აცნობს ჩანაწერებს, ალბომებს, მუსიკოსებს, სუბკულტურებს, ჟანრთან (და მის გარეთ) დაკავშირებულ მიგნებებს და აშ. ამასთან, სხვადასხვა ეტაპზე საზოგადოებას დღეს უკვე შემდგარი არაერთი ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტი წარუდგინა. ადგილობრივი მუსიკოსების (ჯერონიმო, ჩესტერი, სინკა, საბანა, მუშ უანი და სხვა) მონაწილეობით შექმნა ქართულ სემფლებზე დამყარებული 3 ნაწილისგან შემდგარი ინსტრუმენტული (კომპილაციური) მიქსთეიფების სერია. პარალელურად გამოცემაში popmusic მუსიკალურ ჟურნალისტად/მიმომხილველად მუშაობდა. რა დროსაც, ჟანრის მასშტაბით დაამკვიდრა ალბომების რეცენზიების კულტურა და პროფესიონალური კრიტიკის მიმღებლობა. დღეს კიდევ უფრო აქტიურად ცდილობს ჟანრის ელემენტის - Knowledge გავრცელება/დამკვიდრებას. სწორედ ამ მიზეზით, მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო პიონერული იდეისა და სინთეზის მატარებელი საგანმანათლებლო ჰიპ-ჰოპ სემინარების flawless.sessions წაყვანა/მასპინძლობა.
კურსის წარდგენა შედგება ღია კარის დღეზე, სურვილის შემთხვევაში გაიარეთ რეგისტრაცია.



!["ხმის ინჟინერიის" ახალი ნაკადის საორიენტაციო შეხვედრა [1.10.25]](https://static.wixstatic.com/media/62a7c1_6c315e6440dc478cb7deae6c98ce8541~mv2.jpg/v1/fill/w_980,h_735,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_avif,quality_auto/62a7c1_6c315e6440dc478cb7deae6c98ce8541~mv2.jpg)
Comments