ვიზუალური თხრობის პრაქტიკული ვორქშოფების სერია [მარიამ გიუნაშვილის MZESU უახლესი კურსი]

ვართ მოხარული წარგიდგინოთ მარიამ გიუნაშვილის უახლესი კურსი CES-ში: "ვიზუალური თხრობის პრაქტიკული ვორკშოფების 1 თვიანი სერია".
ფოტოგრაფია მხოლოდ ერთი კარგი კადრის შექმნა არ არის — ის არის
უნარი, დაინახო, შეარჩიო და ერთმანეთთან დააკავშირო კადრები, რომ
მათ ერთად ერთი ამბის მოყოლა შეძლონ.
ერთ თვიანი ვორქშოფების განმავლობაში მონაწილეები სწორედ ამ
პროცესზე იმუშავებენ. კვირაში ორი შეხვედრა დაეთმობა
ფოტოგრაფიულ აზროვნებას, პრაქტიკულ გადაღებებს, გადაღებული
მასალის სელექციასა და ედიტინგს, ვიზუალური მასალის განხილვასა
და ფოტოების სერიად შეკრვრას.
რეალურ გადაღების პროცესში წარმოქმნილ გამოწვევებზე მუშაობა
დაეხმარება თითოეულ მონაწილეს უკეთ გაიაზროს საკუთარი
გადაწყვეტილებები — რას იღებს, რატომ იღებს, რომელი კადრი მუშაობს
ამბის თხრობისთვის და რომელი არა.
კურსის განმავლობაში თითოეული მონაწილე იმუშავებს საკუთარ
პროექტზე — შექმნის ახალ ფოტოსერიას ან განავითარებს უკვე
დაწყებულ ნამუშევარს. მიზანია, კურსის დასრულებისას მონაწილეებს
ჰქონდეთ არა მხოლოდ ახალი ნამუშევარი, არამედ უფრო მეტი
თავდაჯერებულობა საკუთარი თავის, როგორც ფოტოგრაფის, მიმართ.
ვორქშოფი დასრულდება მცირე პრეზენტაციით, სადაც მონაწილეები
წარმოადგენენ კურსის განმავლობაში შექმნილ ან განვითარებულ
ფოტოსერიებს.

ვორქშოფს გაუძღვება მარიამ გიუნაშვილი, თვითნასწავლი ფოტოგრაფი,
რომელიც მონაწილეებს გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას — ძიების,
შეცდომების, ექსპერიმენტებისა და იმ პროცესის შესახებ, რომელმაც
მისი ფოტოგრაფიული ენის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.
მარიამ გიუნაშვილი, იგივე მზესუ, ქართველი თვითნასწავლი
ფოტოგრაფია. მისი პრაქტიკა აერთიანებს დოკუმენტურ, კონცეპტუალურ
და ექსპერიმენტულ ფოტოგრაფიას.ის ძირითადად ადამიანებს,
მეხსიერებას, იდენტობასა და თანამედროვე ქართულ რეალობას
იკვლევს.
მისი ყველაზე ხანგრძლივი ფოტო-სერია ბოლო ათი წლის
განმავლობაში პოსტ-საბჭოთა ახალგაზრდების ცხოვრებას,
გამოცდილებებსა და მათ გარშემო მიმდინარე ცვლილებებს აღწერს.
მარიამი არის Prince Claus Fund-ისა და Tbilisi Photography and Multimedia
Museum-ის გრანტების მფლობელი და 2025 წლის Magnum Foundation’s
Inge Morath Award-ის ფინალისტი. მისი ნამუშევრები გამოფენილი
ყოფილა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
მარიამი ასევე მუშაობს ფოტოგრაფიის მიმართულებით
საგანმანათლებლო პროექტებზე და ატარებს ვორქშოფებსა და
არტისტულ შეხვედრებს.
პედაგოგი: მარიამ გიუნაშვილი მზესუ
ხანგრძლივობა: 1 თვე
საათები: კვირაში 4 საათი
ფასი: 450ლარი
ენა: ქართული


![მოძრავი გამოსახულება: ანიმაციის შესავალი [თათა მანაგაძის საავტორო კურსი]](https://static.wixstatic.com/media/62a7c1_33ad33b079d145169130672ab7c5d2e5~mv2.jpg/v1/fill/w_980,h_735,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_avif,quality_auto/62a7c1_33ad33b079d145169130672ab7c5d2e5~mv2.jpg)
Comments