"ხმის ინჟინერიის" პროგრამის დღიურები
- cestbilisi
- Jun 26
- 2 min read

ხმის ინჟინერიის 1 წლიანი კურსი უკვე 14 წელია რაც CES-ის სასწავლო კურსების ჩამონათვალშია, 14 წლის მანძილზე 26 სასწავლო ჯგუფი შევიყვარეთ და გავაცილეთ.
თავდაპირველად კურსს სათავეში ედგა გვაჯი, იგივე გიორგი გვარჯალაძე. უკანასკნელი 3 წლის მანძილზე კი პედაგოგთა ჯგუფი უცვლელია: ნაზი ჭავჭავაძე, ალექსანდრე ხოხიაშვილი და დავით ბაკურაძე.

კურსი ემყარება ბგერის ფიზიკის საფუძვლებს, მის აღქმას და კერძოდ აუდიო ინჟინერიას. თეორიული ელემენტებიდან დაწყებული სტუდენტები გადიან პრაქტიკული მუშაობის ყველა საფეხურს. კურსის მონაწილეებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა ისწავლონ აუდიო და აუდიო-ვიზუალური პროდუქტის შექმნის სხვადასხვა ეტაპები გამოჩენილი მუსიკოსებისა და კინორეჟისორების რეალურად მიმდინარე პროექტებით. ასევე, დიდი დრო ეთმობა Pro Tools-ის შესავალს, რომელიც ყველაზე ფართოდ გამოიყენებადი ინდუსტრიის სტანდარტია აუდიო პროდუქტის შექმნის/წარმოების ყველა ეტაპზე.
კურსის პედაგოგთა ძირითადი მეთოდია პრაქტიკული სწავლება "hands on practice", რომელიც ასევე ეფუძნება თეორიულ ლექციებს, რომლებიც კურსის პირველ ეტაპზე შესავალში, განსაკუთრებით ჭარბობს. საგნის თეორიული და პრაქტიკული გაგება თქვენი გასაღებია შემდგომი წარმატებული მუშაობისთვის ხმის ჩამწერ სტუდიაში, ფილმების გადასაღებ მოედანზე, ცოცხალი კონცერტების გახმოვანებისას ან ყველა სახის პრე / პოსტ წარმოებაში.
სწორედ ამიტომ, ლექციების დიდ რაოდენობას აქვს რეალური საველე სამუშაოს ფორმატი, სადაც ჩვენი სტუდენტები ეცნობიან ყველა სახის კაბელს, მიკროფონების მრავალფეროვნებას, მიქსერებსა და ჩაწერის ტექნიკებს რომელებიც ყველაზე გავრცელებულია ამა თუ იმ მუსიკალური ინსტრუმენტების თუ ვოკალის ჩაწერისას და გახმოვანებისას. თბილისში არსებულ სხვადასხვა სტუდიებთან წვდომა არის დამატებითი ბონუსი ყველა ჩვენი სტუდენტისთვის.
Open Air 2025
kordz at LeftBank by Srockton Records
Badford Falls at LeftBank / Ciskari by Stockton Records
MokuMoku at Mutant Radio by Stockton Records
კურსის ბოლოს წარმატებული სტუდენტები ხდებიან ხმის ინჟინრების გუნდის ნაწილი და აქვთ დასაქმების დიდი არჩევანი. ეს არის კურსის მთავარი მიზანი - ჰყავდეს კურსდამთავრებულები, რომლებსაც შეუძლიათ რეალურად შეუერთდნენ ინდუსტრიას და განაგრძონ პროფესიული ზრდა და განვითარება დამოუკიდებლად.
ლექციების უმეტესი ნაწილი ტარდება CES-ის სტუდიაში, რეგულარული ვიზიტებით ქალაქის სხვადასხვა სტუდიებში.
2025-26 წლის აკადემიური წლის კურსზე რეგისტრაცია დაწყებულია.
ღია კარის დღეს კი ვუმასპინძლებთ სექტემბრის თვეში.
რეგისტრაციის გასავლელად გამოიყენეთ ღილაკი.
Comments