"გრაფიკული დიზაინის ანბანი" ღია კარის დღე [10.09.2026]
- cestbilisi
- Aug 29, 2022
- 1 min read

გრაფიკული დიზაინის ანბანის ღია კარის დღე გაიმართება 10 სექტემბერს, 19:00-ზე.
გრაფიკული დიზაინის ანბანის კურსი მოიცავს სწავლების თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს.კურსის ძირითად მიზანს წარმოადგენს გრაფიკული დიზაინის ტრადიციული და თანამედროვე მიმართულებების შესწავლა / ანალიზი, ასევე ორიენტირებულია (გრაფიკული) პროგრამების საბაზო პრინციპების სწავლებაზე , სტუდენტები გაეცნობიან კლიენტებთან ურთიერთობის გავრცელებულ პრინციპებს, პროექტის შემუშავებისა და აღსრულების მეთოდებს. კურსი ასევე მოიცავს მოწვეული (დიზაინერების) სტუმრების პრეზენტაციებსა და workshop-ებს.
"გრაფიკული დიზაინის ABC" 3 თვეზე გათვლილი პროგრამაა. ის შედგება რამდენიმე ძირითადინაწილისგან:
1. Adobe Photoshop-ის ძირითადი პრინციპები;
2. Adobe Illustrator-ის ძირითადი პრინციპები;
3. გრაფიკული დიზაინის განვითარება, თანამედროვე ტენდენციები და ვიზუალური კომუნიკაცია;
4. დიზაინის შემუშავების პროცესი;
5. ტიპოგრაფია, ტექსტთან მუშაობის პრინციპები;
6. შეფუთვის დიზაინის პრინციპები;
7. ფერთა პალიტრა და პოლიგრაფიული პრინციპები;8. ფოტოგრაფიის ძირითადი პრინციპები - პედაგოგი: მარი ნაკანი9. გაცნობითი workshop-ი web და app დეველოპმენტზე.
8. კურსის დასკვნითი ეტაპი ეთმობა რეალური პროექტის შემუშავების პროცესს, სადაც კურსის წევრები პრაქტიკაში ეუფლებიან განვლილ მასალას და ახდენენ დაუფლებული უნარ-ჩვევების გამოვლენას.
პედაგოგი: ლადო კობახიძე ხანგრძლივობა: 3 თვე დრო: 4 საათი კვირაში ფასი: 1290/990 ლარი (ფიზიკური/დისტანციური)
რეგისტრაციის გასავლელად მოგვწერეთ: სახელი/გვარი/პროგრამის დასახელება/საკონტაქტო ნომერი და შემოგვიერთდით ღია კარის დღეზე.
კონტაქტი: CES ფაბრიკა-თბილისი ეგნატე ნინოშვილის 8 2 477 588 info@ces.ge cestbilisi@gmail.com
კურსის სრულ აღწერილობას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ:


![მოძრავი გამოსახულება: ანიმაციის შესავალი [თათა მანაგაძის საავტორო კურსი]](https://static.wixstatic.com/media/62a7c1_33ad33b079d145169130672ab7c5d2e5~mv2.jpg/v1/fill/w_980,h_735,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_avif,quality_auto/62a7c1_33ad33b079d145169130672ab7c5d2e5~mv2.jpg)
!["წყვეტილი ფიქრი, უწყვეტი შედეგი და პირიქით" ანზორ ღუდუშაურის ვორკშოფი [14.08.26]](https://static.wixstatic.com/media/62a7c1_a32b93b3b578429d843d5c9ed7bf4407~mv2.jpg/v1/fill/w_980,h_528,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_avif,quality_auto/62a7c1_a32b93b3b578429d843d5c9ed7bf4407~mv2.jpg)
Comments