სიმღერის შექმნა და შესრულება
პედაგოგი: ქეთათო ნერგაძე [LUA]
ხანგრძლივობა: 2 თვე
საათები: კვირაში 3 საათი
ფასი: 780 ლარი
ენა: ქართული
მსგავსი კურსები: Ableton Live / სიმღერია შექმნა და მუსიკის წარმოება
სიმღერის შექმნისა და შესრულების კურსი (singer-songwriting) არის იმ ადამიანებისათვის,რომლებთაც აქვთ სურვილი დაწერონ სიმღერები და თავად შეასრულონ.
მსურველებისთვის პლიუსი იქნება შეხება ჰქონდეთ ინსტრუმენტთან ან შეეძლოთ
პროგრამაში ციფრულად მუშაობა (ინსტრუმენტის ფლობისა და ვოკალური მონაცემების დონეს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მთავარია მსურველს ჰქონდეს ელემენტარული სმენა და დიდი მონდომება).
კურსი მოიცავს ვორკშოფის ტიპის 16 ლექციას. თითოეული ლექცია დაეთმობა თემას, რომელიც სიმღერის შექმნის პროცესში გადამწყვეტ როლს ასრულებს, ესენია: აკორდული (ჰარმონიული) პროგრესია, მელოდიის აგება, ლირიკის წერა, მუსიკალური მიმართულებები (ჟანრები), იმპროვიზაციის როლი სიმღერის წერის პროცესში, კოლაბორაციის როლი სიმღერის შექმნის პროცესში, რეკლამისთვის მუსიკის შექმნა, ინსპირაციის სხვადასხვა სახეები, მოძიება და მიღება.
თეორიული ნაწილის გარდა, იქნება პრაქტიკული დავალებები, რომლებიც
დაეხმარება კურსის წევრებს განავითარონ საკუთარ თავში უნარი, რომ უფრო ჩაუღრმავდნენ წერის პროცესსა და შესრულებას.