top of page

ხმის ინჟინერია

269734210_4613026458752461_8505391927538816334_n.jpg

პედაგოგთა გუნდი: გვაჯინაზი ჭავჭავაძე / ალექსანდრე ხოხიაშვილი / დავით ბაკურაძე

ხანგრძლივობა: 8 თვე

საათები: კვირაში 4 საათი

ფასი: 3040 ლარი

ენა: ქართული

მსგავსი კურსები: მუსიკის წარმოება (სიმღერის შექმნის მინიშნებით) / სიმღერის შექმნა და მუსიკის წარმოება  

ხმის ინჟინერიის კურსი არის ერთწლიანი პროგრამა, რომელიც ემყარება ბგერის ფიზიკის საფუძვლებს, მის აღქმას და კერძოდ აუდიო ინჟინერიას. თეორიული ელემენტებიდან დაწყებული სტუდენტები გადიან პრაქტიკული მუშაობის ყველა საფეხურს. კურსის მონაწილეებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა ისწავლონ აუდიო და აუდიო-ვიზუალური პროდუქტის შექმნის სხვადასხვა ეტაპები გამოჩენილი მუსიკოსებისა და კინორეჟისორების რეალურად მიმდინარე პროექტებით. ასევე, დიდი დრო ეთმობა Pro Tools-ის შესავალს, რომელიც ყველაზე ფართოდ გამოიყენებადი ინდუსტრიის სტანდარტია აუდიოს შექმნის/წარმოების ყველა ეტაპზე.

კურსის პედაგოგთა ძირითადი მეთოდია პრაქტიკული სწავლება "hands on practice", რომელიც ასევე ეფუძნება თეორიულ ლექციებს, რომლებიც კურსის პირველ ეტაპზე შესავალში, განსაკუთრებით ჭარბობს. საგნის თეორიული და პრაქტიკული გაგება თქვენი გასაღებია შემდგომი წარმატებული მუშაობისთვის ხმის ჩამწერ სტუდიაში, ფილმების გადასაღებ მოედანზე, ცოცხალი კონცერტების გახმოვანებისას ან ყველა სახის პრე / პოსტ წარმოებაში. სწორედ ამიტომ, ლექციების დიდ რაოდენობას აქვს რეალური საველე სამუშაოს ფორმატი, სადაც ჩვენი სტუდენტები ეცნობიან ყველა სახის კაბელს, მიკროფონების მრავალფეროვნებას, მიქსერებსა და ჩაწერის ტექნიკებს რომელებიც ყველაზე გავრცელებულია ამათუიმ მუსიკალური ინსტრუმენტების თუ ვოკალის ჩაწერისას და გახმოვანებისას. თბილისში არსებულ სხვადასხვა სტუდიებთან წვდომა არის დამატებითი ბონუსი ყველა ჩვენი სტუდენტისთვის.

კურსის ბოლოს წარმატებული სტუდენტები ხდებიან ხმის ინჟინრების გუნდის ნაწილი და აქვთ დასაქმების დიდი არჩევანი. ეს არის კურსის მთავარი მიზანი - ჰყავდეს კურსდამთავრებულები, რომლებსაც შეუძლიათ რეალურად შეუერთდნენ ინდუსტრიას და განაგრძონ პროფესიული ზრდა დამოუკიდებლად. 

კურსს უძღვებიან ნაზი ჭავჭავაძე, ალექსანდრე ხოხიაშვილი და დავით ბაკურაძე, ლექციების უმეტესი ნაწილი ტარდება CES-ის სტუდიაში, რეგულარული ვიზიტებით  ქალაქის სხვადასხვა სტუდიებში. 

bottom of page