top of page

ვიზუალური პერფორმანსი რეალურ დროში TouchDesigner-ის გამოყენებით

2025 Cactus - Experimental Opera, Haraki 2.jpg

პედაგოგი: მარიამ სონღულაშვილი

ხანგრძლივობა:  3 თვე

საათები: კვირაში 2 ლექცია

ფასი: 1260 ლარი

ენა: ქართული 

მსგავსი კურსები: გრაფიკული დიზაინის ანბანი / გრაფიკული დიზაინის მეორე ეტაპი

კურსის შესახებ:

კურსი მონაწილეებს გააცნობს აუდიო-ვიზუალური სისტემების შექმნის პრინციპებსა და შემოქმედებით მიდგომებს, იმას, თუ როგორ შეიძლება ხმის, გამოსახულებისა და მოძრაობის ერთმანეთთან დაკავშირება და მათი ცოცხალ ვიზუალურ გამოცდილებად გარდაქმნაTouchDesigner-ის გამოყენებით. კურსი ფოკუსირებულია ხმაზე რეაგირებადი ვიზუალური სისტემების შექმნაზე.

TouchDesigner-ი ვიზუალური და ინტერაქტიული პროექტების შესაქმნელი ვიზუალური პროგრამირების გარემოა. მისი საშუალებით შესაძლებელია ისეთი ვიზუალური სისტემების შექმნა, რომლებიც რეაგირებს ხმაზე, გარემოზე, დამთვალიერებლის ქმედებასა, თუ სხვა ნებისმიერ, ციფრულ სიგნალზე. TouchDesigner აქტიურად გამოიყენება ცოცხალი აუდიო-ვიზუალურ პერფორმანსებისთვის, საგამოფენო სივრცეებში, ინტერაქტიული ინსტალაციებისთვის, არქიტექტურული პროექციებისთვის. კურსის მთავარი ფოკუსი აუდიო-ვიზუალური შესრულებისთვის ვიზუალური სისტემის შექმნაა, თუმცა მიღებული ცოდნა მონაწილეებს საშუალებას მისცემს, TouchDesigner-ის გამოყენების სხვა მიმართულებებიც დამოუკიდებლად განავითარონ.

 

ვისთვის არის კურსი განკუთვნილი?

კურსი განკუთვნილია როგორც იმ ადამიანებისთვის, ვისაც აუდიო-ვიზუალურ პროექტებთანმუშაობის გამოცდილება ჯერ არ ჰქონია, ასევე მათთვისაც, ვისაც TouchDesigner-ის, ან ვიზუალური პროგრამირების საბაზისო ცოდნა და ამ მიმართულებით მხოლოდ მცირე პრაქტიკული გამოცდილება აქვს.

 

კურსის შინაარსი:

კურსის განმავლობაში, მონაწილეები გაეცნობიან TouchDesigner-ის ძირითად ინსტრუმენტებსა და სამუშაო პრინციპებს, ისწავლიან ხმისა და ვიზუალის ერთმანეთთან დაკავშირებას და შექმნიან აუდიო-რეაქტიულ სისტემებს. აითვისებენ არა მხოლოდ ტექნიკურ ცოდნას, არამედ იმუშავებენ დროში განვითარებადი ვიზუალური ენის ჩამოყალიბებასა და მუსიკასთან ერთად ცოცხალი ვიზუალური შესრულებისთვის აუცილებელი ლოგიკისა და ინტერფეისის შექმნაზე, რომელსაც სამომავლო აუდიო-ვიზუალურ პროექტებში, ინსტალაციებში, არქიტექტურულ პროექციებსა, თუ სცენოგრაფიაში გამოიყენებენ.

 

კურსის შედეგი:

კურსის ბოლოს, მონაწილეებს ექნებათ ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც საშუალებას მისცემთ, დამოუკიდებლად შექმნან ვიზუალური სისტემები, აუდიო-რეაქტიული აპლიკაციები და ცოცხალი ვიზუალური შესრულებისთვის განკუთვნილი ინდივიდუალური ინსტრუმენტები.

 

კურსის ტექნიკური დეტალები:

  • კურსი განკუთვნილია დამწყებებისთვის

  • შეხვედრების რაოდენობა: 24

  • მონაწილეებს აუცილებელია ჰქონდეთ: ლეპტოპი (Mac-ის შემთხვევაში, M სერიის პროცესორით, სხვა შემთხვევაში, დამოუკიდებელი ვიდეო ბარათით)

  • Bandcamp
  • Facebook
  • instagram-clipart-black-and-white-15
  • soundcloud_2048_black
  • YouTube

ⓒ 2022 CES

bottom of page