top of page

CES-ში დაწყებულია რეგისტრაცია სოფიკო გვიმრაძის კურსზე: "საშემსრულებლო-შემოქმედებითი ხელოვნება"

Updated: Oct 8


ree

ვართ მოხარული წარგიდგინოთ უახლესი სასწავლო პროგრამა CES-ში- "საშემსრულებლო-შემოქმედებითი ხელოვნება".


აღნიშნული სასწავლო პროგრამის მხარდამჭერი Mutant Radio გახლავთ, სადაც კურსის განმავლობაში პრაქტიკული სესიები ჩატარდება და რომელიც კურსის ფინალური პროექტის მასპინძელი გახდება.


ree

თეატრალური კომპანია "ჰარაკი" სპექტაკლი "ბერსერკები - შინ " რეჟ: გიორგი ჯამბურია. ფოტო: ანკა გუჯაბიძე


„პერფორმანსი, როგორც მრავალგანზომილებიანი აქტი“ — კურსი ეხება იდეისგან შემოქმედებითი პროდუქტის შექმნის გზას, სადაც ფოკუსი კეთდება საშემსრულებლო ხელოვნებაზე, თვითპრეზენტაციაზე და ტექსტთან მუშაობის უნარებზე.სტუდენტები იკვლევენ, როგორ შეიძლება ემოციის გამოხატვა როგორც სიტყვით, ასევე უსიტყვოდ; როგორ იქმნება პერფორმანსი და რა არის მისი სტრუქტურა, ფორმა თუ ფუნქცია სხვადასხვა მედიუმში.

კურსის მთავარი ღერძი მდგომარეობს იდეის ჩამოყალიბებასა და მის  სრულფასოვან შემოქმედებით აქტად გარდაქმნაში.

ვისთვის არის ეს კურსი განკუთვნილი

კურსში მონაწილეობა შეუძლიათ იმ ადამიანებს, რომლებიც:

●      აპირებენ აუდიტორიის წინაშე წარდგომას და საკუთარი პროფილის გაზიარებას;

  • დაინტერესებულნი არიან საშემსრულებლო ხელოვნებით ან სხვა სფეროებით, სადაც საჭიროა საჯარო გამოსვლა;

  • სურთ შეისწავლონ ეფექტური თვითპრეზენტაციის ხერხები;

  • გეგმავენ საკუთარი ნამუშევრების, იდეების ან მინი-პერფორმანსების მომზადებას და საინტერესო ფორმით წარდგენას;

●      ისწრაფვიან საშემსრულებლო ხელოვნების ან პერფორმანსის სფეროში პროფესიული ზრდისკენ. 

რას მიიღებენ მონაწილეები

კურსის ფარგლებში მონაწილეები:

●      გაეცნობიან ტექსტთან (და ზოგადად დოკუმენტთან) მუშაობის სპეციფიკას;

  • შეისწავლიან, როგორ იქმნება პერფორმანსი ტექსტური, ვიზუალური ან ფიზიკური ამოსავალით;

  • განავითარებენ უნარს საკუთარი იდეების ფორმალურად ჩამოყალიბებისა და გადმოცემის;

  • გაივლიან პრაქტიკულ ვარჯიშებს ემოციასთან და მის გამოხატვასთან დაკავშირებით — როგორც სიტყვით, ასევე უსიტყვოდ;

  • ისწავლიან აუდიტორიისთვის საკუთარი იდეების საინტერესოდ და დამაჯერებლად მიწოდებას;

●      მიაღწევენ უკეთეს გაგებას საკუთარი შემოქმედებითი მედიუმისა და გამოხატვის ფორმის შესახებ.


თეატრალური კომპანია "ჰარაკი" -"ბერსერკები 1 /მისია/" რეჟ: გიორგი ჯამბურია. ფოტო: ჯამბაკურ ბაქრაძე


პედაგოგი: სოფიკო გვიმრაძე


ხანგრძლივობა: 3 თვე


საათები: კვირაში 6 საათი


ფასი: 1200 ლარი


ენა: ქართული



პედაგოგის შესახებ:

სოფიკო გვიმრაძე მსახიობი, საშემსრულებლო ხელოვნების მაგისტრი, მუსიკოსი, პოეტი დაპერფორმერი, ასევე ცნობილი როგორც TINDRA. სოფიკო გვიმრაძე დაიბადა 1997 წელს, ქალაქ თბილისში. 2016-2020 წლებში სწავლობდა შოთარუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში დრამის მსახიობისსპეციალობით, ხოლო 2020-2022 წწ. სამაგისტრო ფაკულტეტზე საშემსრულებლო (თეატრალური) ხელოვნების სპეციალობით. პედაგოგიური მოღვაწეობის პირველივე გამოცდილებით მოიხიბლა ამპროცესით და ახლა უკვე საავტორო პრაქტიკის განვითარების ყველაზე საყვარელ ნაბიჯებს დგამს. აქტიურად თანამშრომლობს თეატრალურ კომპანია "ჰარაკი"-სთან და არის "pa.laboratory"-ის(საშემსრულებლო ხელოვნების ლაბორატორია) გუნდის წევრი. ხელოვნების დარგისა დაკონკრეტულად ლაბორატორიული სამუშაოდან მაყურებლის გულწრფელ ემოციამდე მისასვლელიგზა არის მისთვის ის მთავარი ბილიკი, რაც მისი აზრით არის უმნიშვნელოვანესი პუნქტი მსახიობისპროფესიაში: გაზიარება. იმ ადამიანის პულსაციის სწორად მოსმენა, რომელიც იქ, იმ მოცემულმომენტში შენ გიყურებს, შენ გისმენს.



Comments


  • Bandcamp
  • Facebook
  • instagram-clipart-black-and-white-15
  • soundcloud_2048_black
  • YouTube

ⓒ 2022 CES

bottom of page