ლაშა გაბუნიას უახლესი კურსი CES-ში "მუსიკალური ჟურნალისტიკა და კრიტიკა"

ლაშა გაბუნია - მუსიკის ჟურნალისტი, კრიტიკოსი და მკვლევარი. ტელე დარადიო წამყვანი, ბლოგ „ანარეკლის“, „ერმონიას“ და „დოქტორ მურკეს კოლექციის“ ავტორი.
1992 წლიდან აქტიურად აშუქებს და იკვლევს ქართულ ანდერგრაუნდ-მუსიკის პროცესებს. არის ტელეგადაცემების („კედელი“, „ანარეკლი“) და რადიოგადაცემების („შუაღამის გემი“, „ორი ქართული სიმღერის“, „აკოლადა“, „ხელოვნების კვალი“ და ა.შ.) ავტორი და წამყვანი. მუსიკის მკვლევარ სანდრო ცქიტიშვილთან ერთად მიჰყავდა მუსიკალური ვიდეო-პოდკასტი „მეტრონომი“, ხოლო მუსიკის ჟურნალისტ გია ხადურთან ერთად მიჰყავდა აუდიო-პოდკასტი, სადაც ახალ ქართულ რელიზებს მიმოიხილავდა. მის სტატიებში, ბლოგებსა თუ რადიოეთერებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თანამედროვე ქართული ალტერნატიული სცენას, განსაკუთრებით ქუთაისის მუსიკალური ანდერგრაუნდის ისტორიის დოკუმენტირებას. აქვს საკუთარი იუტუბ-არხი, სადაც წარმოდგენილია მის პირად არქივში შემონახული ვიდეო თუ აუდიო მასალა, რომელთა დიდ ნაწილსაც 1990-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკალური მასალა წარმოადგენს. ავტორია წიგნისა:„არაკოლექტიური ცეკვა“ (გამომცემლობა „საარი“, 2005 წ). „არაკოლექტიური ცეკვა“ – ხელახალი, შევსებული ელექტრონული გამოცემა („საბას“ საიტი, 2015 წელი);თანაავტორია წიგნებისა: „ამბავი მეფეზე“ – წიგნი ირაკლი ჩარკვიანის შესახებ (გამომცემლობა „ავტოგრაფი“, 2014 წ.); „ქართული ხელოვნების ისტორია“ – ქვეთავი „მე-20 საუკუნის თანამედროვე ქართული მუსიკის ისტორია“ (გამომცემლობა Et Cetera, 2018 წ.).


კურსის შესახებ:
"მუსიკალური ჟურნალისტიკა და კრიტიკა" 3-თვიანი (24-ლექციისგან შემდგარი) პრაქტიკული კურსია. შეისწავლის თანამედროვე ქართულ მუსიკას, საერთაშორისო პრესისა და მეკობრული რადიოების ისტორიას, ციფრულ მედიას.
კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც სურთ თანამედროვე ქართული მუსიკისა და კულტურის კრიტიკული გაშუქება.
კურსის მედია მიმართულებებია: წერითი კრიტიკა (რეცენზია, ცოცხალი რეპორტაჟი, პროფილი, სვეტი), რადიო / პოდკასტინგი, YouTube ვიდეო და სოციალური მედია (TikTok, Reels). ამ მასალების განთავსება სოციალურ ქსელებში.
კურსზე მოწვეული სტუმრები: ბიძინა მაყაშვილი, გია ხადური და დავით „ჟორა“ ჟორჟოლაძე.
ლექციის კალენდარული და თემატური გეგმა: (12 კვირა)
მუსიკალური კრიტიკის მისია და ქართული მუსიკალური მედიის ისტორია;
საერთაშორისო მუსიკალური გამოცემების მიმოხილვა (1950–2010-იანი წლები);
აქტიური მოსმენა და მუსიკალური ტერმინოლოგია;
თანამედროვე სინგლისა და ალბომის რეცენზია;
ლაივ-რეპორტაჟი — თბილისის კლუბები, ბარები და ფესტივალები;
ინტერვიუ და თანამედროვე არტისტის პროფილი (Feature Story);
მუსიკალური ესეისტიკა, სვეტი და სარედაქციო ვორქშოპი;
თანამედროვე ქართული ინდი, პოსტ-პანკი, შუგეიზი და ალტერნატიული როკი;
ქართული ჰიპ-ჰოპი, რეპი და ალტერნატიული ურბანული სცენა;
თბილისის ელექტრონული, საკლუბო და ექსპერიმენტული სცენა;
ქართული მრავალხმიანობა დღეს — ნეო-ფოლკი და ეთნო-ელექტრონიკა;
თანამედროვე ქართული პოპ-მუსიკა, R&B, სოული და მეინსტრიმი;
თანამედროვე ქართული ჯაზი, იმპროვიზაცია და ახალი აკადემიური მუსიკა;
თანამედროვე ქართული სცენის ეკოსისტემა და კრიტიკოსის ეთიკა;
მეკობრული რადიოების მიმოხილვა და დამოუკიდებელი რადიო-კულტურა;
მუსიკალური პოდკასტინგი (დრამატურგია, ჩაწერა და მონტაჟი);
YouTube და ვიდეო-ჟურნალისტიკა (Video Essay & Mini-Doc);
სოციალური მედია და მოკლე ფორმატები (TikTok, Reels, Shorts, Substack);
საავტორო უფლებები და ქართული მუსიკის ციფრული არქივაცია;
სამუშაო ლაბორატორია — ფინალური პროექტების რედაქტირება და მონტაჟი;
ფინალური პრეზენტაცია და ერთობლივი ქართული მუსიკალური მედია-პლატფორმა.
პორტფოლიოს სისტემა და სასწავლო რესურსები:
კურსზე რეგისტრაცია დაწყებულია. სწავლას 2027 წლის იანვარში შევუდგებით.


!["ფირფიტიდან მიქსამდე" - IAMEA-ს ვორკშოფი [15.11.2026]](https://static.wixstatic.com/media/62a7c1_12f7c7e046de4fd9a207e30ac7294733~mv2.jpg/v1/fill/w_980,h_653,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_avif,quality_auto/62a7c1_12f7c7e046de4fd9a207e30ac7294733~mv2.jpg)
![ვიზუალური თხრობა ფოტოგრაფიის საშუალებით - მარიამ გიუნაშვილი MZESU - ღია კარის დღე [25.11.2026]](https://static.wixstatic.com/media/62a7c1_1b33e945742e4311ae7418b5f68e4fdb~mv2.jpg/v1/fill/w_980,h_650,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_avif,quality_auto/62a7c1_1b33e945742e4311ae7418b5f68e4fdb~mv2.jpg)
Comments