top of page

"ფირფიტიდან მიქსამდე" - IAMEA-ს ვორკშოფი [15.11.2026]

Nov 4
1 min read

Updated: Nov 9


ფირფიტიდან მიქსამდე

Vinyl Mixing Workshop with DJ IAMEA


ვორქშოპი განკუთვნილია როგორც დამწყები, ისე გამოცდილი დიჯეებისთვის, რომლებსაც აქვთ ინტერესი ვინილის ფირფიტებით მიქსვის მიმართ. ღონისძიება შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან: თეორიული პრეზენტაციისა და პრაქტიკული სესიისგან.


ძირითადი თემები:

  • ფირფიტების მოვლა და შენახვა - ვინილის სწორი ექსპლუატაცია და ჰიგიენა.

  • ფირსაკრავის ანატომია და კალიბრაცია - ტექნიკური დეტალები, მოწყობილობის მუშაობის პრინციპები და სწორი რეგულირება.

  • ფირფიტებით დაკვრის პრინციპები - პრაქტიკული მიქსვის ტექნიკა და ფუნდამენტური უნარ-ჩვევები.



მარიამ კვირიკაშვილი (Dj Iamea) დიჯეი და ფირფიტების კოლექციონერია, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია, თბილისის სხვადასხვა კლუბში ვხვდებით. მისი მუსიკალური და სახელოვნებო განათლება სკოლის პერიოდიდან იწყება, მოგვიანებით კი ელექტრონული მუსიკისა და ფირფიტის კულტურით დიჯეინგამდე მივიდა. ფირფიტებით გატაცებულმა მარიამმა, მრავალი წლის განმავლობაში, Vodkast Records-ის მასპინძლის პოზიციაც მოირგო.


დეტალები:

თარიღი: 15 ნოემბერი

დრო: 16:00 სთ

ხანგრძლივობა: 2–3 საათი

დასწრება: თავისუფალია

გთხოვთ გაიარეთ რეგისტრაცია



Comments


  • Bandcamp
  • Facebook
  • instagram-clipart-black-and-white-15
  • soundcloud_2048_black
  • YouTube

ⓒ 2026 CES

bottom of page