top of page

CES-ის გუნდის ახალი წევრი-ქეთათო ნერგაძე [Lua]

Updated: Nov 20, 2023


დიდი სიხარულით და სიამაყით გაგაცნობთ CES-ის ახალ გუნდის წევრს-ქეთათო ნერგაძეს, იგივე Lua-ს!


ქეთათო ნერგაძე ( Lua ) 24 წლის მუსიკოსია, რომელმაც საავტორო სიმღერების წერა და შესრულება 14 წლის ასაკში დაიწყო. მუსიკოსი აკორდული თანხლებისთვის თავდაპირველად ფორტეპიანოს იყენებდა, შემდეგ გიტარით ჩაანაცვლა. ინსტრუმენტების განსხვავებულმა ჟღერადობამ სიმღერის წერის სპეციფიკაშიც შეიტანა ცვლილება. 2017 წელს ლუამ ჩააბარა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, მუსიკის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე. 2018 წელს მან მონაწილეობა მიიღო Tbilisi Newcomers - ში, სადაც მოპოვებულმა წარმატებამ მისცა შანსი დაეკრა Tbilisi Open Air - ის მთავარ სცენაზე. ამას მოჰყვა სხვა მრავალი ფესტივალი და კონცერტი. 2020 წელს ლუას სინგლი “Hip Hip” ISC international songwriting competition- ის ფინალისტების სიაში მოხვდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ იგი გახდა ELECTRONAUTS - ის გამარჯვებული GEN Z კატეგორიაში.


ლუას შემოქმედება სხვადასხვა ჟანრებსა და მიმართულებებს მოიცავს. მისი აზრით არტისტები, რომლებიც იმიჯისთვის კომფორტის ზონის ჩარჩოებს იქმნიან, წყდებიან სიამოვნებას, იმოგზაურონ სხვადახვა ესთეტიკებში და დაინახონ სიმღერის წერის სიღრმეები.












Lua იწყებს CES-თან თანამშრომლობას და ის წარუძღვება 2 თვიან "სიმღერის შექმნის და შესრულების" პროგრამას.


ლუას პროგრამის გასაცნობად და ღია კარის დღეზე დასარეგისტრირებლად გამოიყენეთ ღილაკი.








Comments


bottom of page