top of page

სიმღერის შექმნა და მუსიკის წარმოება [ღია კარის დღე] 6/02/2026

Updated: 2 days ago


2026 წლის 6 თებერვალს, 20:00-ზე, შემოგვიერთდით "სიმღერის შექმნის და მუსიკის წარმოების" 3 თვიანი პროგრამის წარდგენაზე.


პროგრამას შეგიძლიათ შეუერთდეთ თუკი ეუფლებით რომელიმე/ნებისმიერ აუდიო პროგრამას: Ableton Live/FL/Cubase/Logic...

მუსიკის წარმოების 3 თვიანი პროგრამა დაფუძნებულია თანამედროვე მუსიკის წარმოებაზე, კომპოზიციის ნოლიდან აწყობაზე და პროდუსირებაზე. კურსი მოიცავს როგორც ელექტრონულ, თანამედროვე კლასიკურ, პოპ, ან კინო მუსიკის ჟანრს, ასევე სიმღერის წერას და სხვა ექსპერიმენტულ მიმდინარობებს, რომელიც უფრო საინტერესოს გახდის საკუთარი ინდივიდუალური ბგერის აღმოჩენას და შემეცნებას. აღნიშნული პროგრამა უკვე 13 წლის მანძილზე დაინერგა CES-ში, რომლის ფარგლებშიც ისწავლა 18-მა ჯგუფმა, არაერთი მუსიკალური გამოცემა განხორციელდა დამოუკიდებელ მუსიკალურ გამომცემლობა CES Records-ზე, მათ შორის: Sleepers Poets Scientists, If Strangers და სხვა...


პედაგოგები: ნატალია ბერიძე / ნიკა მაჩაიძე

ხანგრძლივობა: 3 თვე

დრო: 4 საათი კვირაში

ფასი: 1290 ლარი (ნაწილდება 3 სასწავლო თვეზე)

სწავლების ენა: ქართული / ინგლისური


სურვილის შემთხვევაში დარეგისტრირდით და შემოგვიერთდით ღია კარის დღეზე.




Comments


  • Bandcamp
  • Facebook
  • instagram-clipart-black-and-white-15
  • soundcloud_2048_black
  • YouTube

ⓒ 2022 CES

bottom of page